ჯანმრთელი კბილები და ქათქათა ღიმილი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ატრიბუტი თანამედროვე ადამიანის მომხიბვლელობისა და თვითდაჯერებულებისთვის.
სტომატოლოგია აქტიურად განავითარებს და პრაქტიკაში გამოიყენებს კბილების გათეთრების სხვადასხვა მეთოდიკას.
ჩვენს კლინიკაში პაციენტებს ვთავაზობთ კბილების გათეთრების რამოდენიმე მეთოდს:
- პროფესიოული წმენდა (ულტრაბგერითი წმენდა, სისტემა Air-Flow). ეს მანიპულაცია კბილებს ანიჭებს ბუნებრივ ფერს.
- კბილების გათეთრება ინდივიდუალური კაპებით, მათეთრებელი გელის საშუალებით. ეს მეთოდი გამოიყენება სახლის პირობებში. კბილი თეთრდება 2-4 ტონით.
- ლაზერული გათეთრება! ეს პროცედურა არ არის ხანგრძლივი და საკმაოდ ეფექტურია. შესაძლებელია კბილების გათეთრება 5-10 ტონით.
რომელი მეთოდია ნაჩვენები პაციენტისთვის, გირჩევთ სტომატოლოგი.
კბილების გათეთრებამდე პაციენტს აუცილებლად ესაჭიროება პირის ღრუს სანაცია. კომპლექსური მკურნალობა დაზიანებული კბილების და არშემდგარი (დაზიანებული) ბჟენების გამოცვლა.
კბილების გათეთრების პროცედურის შემდეგ აუცილებელია რამოდენიმე წესის დაცვა. კერძოდ, 2-3 დღის განმავლობაში, სასურველია თავი შევიკავოთ ფერადი საკვებისა და სასმელისაგან (ე.წ. „თეთრი დიეტა“).
კბილების გათეთრება არ არის რეკომენდირებული:
- ორსულებისთვის და (მეძუძური დედებისთვის) დედებისთვის ლაქტაციის პერიოდში
- ბავშვებისთვის და არასრულწლოვანებისთვის
- პაციენტებისთვის ემალის აქტ. ცვეთით
- ღრძილების დაავადების დროს
- ორთოდონტიული მკურნალობის დროს
- ზოგიერთი სტომატოლოგიური დაავადების დროს
რატომ „ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრი“?
თანამედროვე მიდგომა (ევროპული მიდგომა)
- პროფესიონალური და კეთილსინდისიერი ურთიერთობები
- ჩვენ არამარტო ვმკურნალობთ, არამედ ვაკეთებთ ყველაფერს პროფილაქტიკისთვის და შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად
განსაზღვრული გადასახადი (ფასი)
ყველა მანიპულაციის ფასი წინასწარ თანხმდება, რაც გამორიცხავს მოულოდნელ ხარჯებს,
თქვენ იხდით მხოლოდ სრული მომსახურების თანხას და არა მანიპულაციის,
იხდით შედეგისთვის !