სიმართლე უნდა ითქვას კბილების ხეხვის მიჩვევა ზოგიერთ ზრდასრულსაც არ აწყენდა.
დრო და დრო გამოჩნდებიან ეგზემპლიარები, რომლებიც ჯაგრისს თვეში ერთხელ თუ იყენებენ და ესეც კი დიდი მიღწევაა მათთვის.
ეს, რომ არ მოხდეს დიდობაში მოდით დავიწყოთ ბავშვებით, რადგან პატარა უფრო მალეც ეჩვევა და ეს ჩვევა დიდი ალბათობით მას ცხოვრების ბოლომდე გაყვება.
ზუსტი თარიღი თუ როდის უნდა დავიწყოთ კბილების ხეხვა როგორც ასეთი დადგენილი არ არის, რადგან ბავშვების პირის ღრუს თვითწმენდის უნარი გაცილებით მაღალია ვიდრე დიდების.
მარტივად, რომ ვთქვათ ნერწყვები მოდის და მოდის, შედეგად კბილები ირეცხება თავისით ისე რომ შეიძლება ჯაგრისიც არ დაჭირდეს. მაგრამ მაინც სჯობს არ გავაჯანჯლოთ ეს პროცესი და დავიწყოთ კბილების გასუფთავება პირველივე კბილიდან. დაახლოებით 6 თვის ასაკში. ამ ასაკში ვერანაირ სრულფასოვან წმენდაზე ვერ იქნება საუბარი, უბრალოდ შეიძინეთ სპეციალური თითზე გასაკეთებილი და იმით გაუხეხეთ თქვენს პატარას კბილები. დრო გადის და ოდესღაც დგება ჯაგრისის გამოყენების მომენტიც.კარგია როცა ბავშვი დამჯერია და გააკეთებს ამას თავადაც სიამოვნებით, მაგრამ თუკი არა? მოდით განვიხილოთ მეთოდები, როგორ დავარწმუნოთ პატარა პიროვნება, რომ კბილების ხეხვა – მაგარია ეს, რომ არ მოხდეს დიდობაში მოდით დავიწყოთ ბავშვებით, რადგან პატარა უფრო მალეც ეჩვევა და ეს ჩვევა დიდი ალბათობით მას ცხოვრების ბოლომდე გაყვება.
- ბავშვებს ძალიან უყვართ უფროსების მიბაძვა, ამიტომ თქვენი მაგალითი მნიშვნელოვანია. თუკი ბავშვი ყოველდღე ხედავს, თუ როგორ იხეხავენ კბილებს მშობლები, ადრე თუ გვიან აუცილებლად მოუნდება მასაც ამის გაკეთება, იგი უბრალოდ ასეა მოწყობილი.
- არ დააძალოთ. დაძალების ცდა – საუკეთესო საშუალებაა ბავშვს გაუქროთ ყველანაირი სურვილი რამის კეთების.
- არ გაუჯავრდეთ. თუკი იგი ცდილობს, როგორ ცუდადაც არ უნდა გამოსდიოდეს ნუ გაუჯავრდებით. ხეხვა არ უნდა ასოცირდებოდეს მშობლების უკმაყოფილებასთან, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს გამოიწვევს სრულ უარყოფას. თუკი თქვენ მემარჯვენე ხართ სცადეთ კბილების გამოხეხვა მარცხენა ხელით და ნახავთ თუ რისი გამოვლა უწევს ბავშვს. ასეთ ასაკში საჭირო მოძრაობების შესრულება საკმაოდ რთულია.
- კბილის ჯაგრისი ბავშვმა თავად უნდა აირჩიოს. თქვენი შეხედულებით ჯაგრისზე დახატული “რაღაცა” ულამაზოა და კაცმა არ იცის რას გავს. ბავშვისთვის ნახატში შესაძლოა იმალებოდეს მთელი სამყარო. (რასაკვირველია იგულისხმება, რომ კბილის ჯაგრისი უნდა იყოს ასაკის და უსაფრთხოების შესაბამისი.)
- ეცადეთ, რომ კბილის ჯაგრისი არ იყოს ერთი ცალი. ყოველ დილით ახალი ჯაგრისის არჩევა შესაძლოა გადაიქცეს სახალისო თამაშად.
- გამოიყენეთ სათამაშოები. ბავშვს არ უნდა კბილების გამოხეხვა? დაიწყეთ მცირედით: ნახოს თუ როგორ უხეხავენ მისი საყვარელი სათამაშოები ერთმანეთს კბილებს. ჯერ თქვენი ხელებით, მერე მისი ხელებით. შემდგომ ეტაპზე სათამაშოები უხეხავენ პატარას, ხოლო ის მათ. ეტაპობრივად გადავალთ რეალურ წმენდამდე სათამაშო მაყურებლების წინაშე.
- ჩართეთ საყვარელი მუსიკა. შეარჩიეთ სიმღერა, მელოდია, რომელიც უყვარს თქვენს შვილს და რომელიც გრძელდება დაახლოებით 3 წუთი.
- მოიგონეთ და უყურეთ ზღაპრებს კბილებზე. ზღაპარი კეთილ ჯაგრისზე და ბოროტ მიკრობებზე ადრე თუ გვიან მაინც შეასრულებს თავის, როლს.
- https://www.youtube.com/watch?v=OGcUSsbPsQQ
ყველაზე მთავარი – კბილების ხეხვას უნდა ქონდეს თამაშის სახე და არა აუცილებლობის.
ბოლოსარ დაგავიწყდეთ შეამოწმოთ შედეგი და აუცილებლობის შემთხვევაში თავად დაუსრულოთ ხეხვის პროცესი.
ბოლოს ორიოდ სიტყვით პასტებზე. ნუ გამოეკიდებით ძვირადღირებულს, გაცილებით მნიშვნელოვანია როგორ ვიდრე რით. ერთადერთი – ბავშვის პასტა უნდა იყოს საბავშვო, პირველ ეტაპზე სასურველია ფტორის გარეშე. რატომ? იმიტომ რომ ფტორი სასარგებლოა მხოლოდ პირის ღრუში, ხოლო გადაყლაპვის დროს იგი ავლენს მის ტოქსიურ თვისებებს. ნუ შეგეშინდებათ ერთი ორჯერ გადაყლაპული პასტა არაფერს ავნებს თქვენს პატარას, მაგრამ ამას არ უნდა ქონდეს სისტემატური ხასიათი. ამიტომ სანამ ბავშვი არ ისწავლის პასტის გადმოფურთხებას და არა გადაყლაპვას (ხოლო თავდაპირველად ყველა ბავშვი ასე იქცევა), სასურველია იგი იყოს ფტორის გარეშე.
აქვე უნდა აღინიშნოს ადგილებში სადაც სასმელ წყალში ფტორის შემცველობა დაშვებულზე მაღალია, ფტორშემცველი კბილის პასტების გამოყენება კატეგორიულად აკრძალულია. ფტორის ზედმეტი შემცველობა აზიანებს კბილებს და აძლევს მათ მოყავისფრო შეფერილობას.
ზემოთ ჩამოთვლილი ერთი შეხედვით ძალიან მარტივი შესასრულებელია, მაგრამ ბავშვის წინააღმდოგობის შემთხვევაში მშობლები (განსაკუთრებით კი ახალგაზრდა მშობლები) იბნევიან. ამიტომ მოთმინება და კიდევ ერთხელ მოთმინება ყველაფერი აუცილებლად გამოგივათ.