სიახლე ორთოდონტიული მკურნალობა სასისა და ტუჩის ნაპრალის მქონე ბავშვებში

ორთოდონტიული მურნალობა, სასისა და ტუჩის ნაპრალი, მკუნალობა ბავშებშიგვინდა შევეხოთ საკმაოდ მნიშვნელოვან და ალბათ ბევრისთვის საინტერესო თემას. რომელზეც გვესაუბრება კლინიკა “ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრის” ექიმი-ორთოდონტი ანა მეტრეველი.

სასისა და ტუჩის ნაპრალით დაბადებული ბავშვების რაოდენობა დღითი დღე იზრდება. ასეთი პაციენტები საჭიროებენ ხანგრძლივ და მრავალ ეტაპიან ჩარევას, როგორც ორთოდონტიულს ასევე ქირურგიულს.

კლასიფიკაციის მიხედვით არსებობს: ტუჩის ნაპრალი, ალვეოლური მორჩის ნაპრალი, მაგარი და რბილი სასის ნაპრალი. ისინი შეიძლება იყოს სრული და არასრული, ცალმხრივი და ორმხრივი, ზოგჯერ შეიძლება იყოს დაფარული.

ნაპრალი არსებობს თანდაყოლილი და შეძენილი. შეძენილი ფორმისთვის დამახასიათებელია უფრო რთული კლინიკური სურათი.

ცალმხრივი ნაპრალი ორჯერ უფრო ხშირად გვხვდება ვიდრე ორმხრივი და მათ შორის მარცხენა მხრივი დომინირებს. სასის ნაპრალი უფრო ხშირია ბიჭებში.

შეძენილი ნაპრალების წარმომავლობა პოლიეტიოლოგიურია. მიზეზი შეიძლება იყოს, როგორც ეგზოგენური, ისე ენდოგენური: გარემოს ქიმიური დაბინძურება, რადიაცია, ორსული ქალის მუშაობა მაღალი ტემპერატურისა და ვიბრაციის გარემოში. ასევე ნაპრალების ჩამოყალიბებაზე გავლენას ახდენს მედიკამენტების მიღება ორსულობისას, ჰიპოქსია, მძიმე ფიზიკური შრომა, არასრულფასოვანი კვება, ვირუსული დაავადებები (გრიპი, წითელა), ნაყოფის მოცილების მცდელობა, ვიტამინების ნაკლებობა მათ შორის A, C, E.

images (2)ასევე კვლევებმა აჩვენა, რომ სტრესს და შიშს მივყავართ ამგვარი პათოლოგიების განვითარებამდე. ხშირია ნაპრალიანი ბავშვების დაბადება ასაკში მყოფ ქალებში.

ნაპრალის ჩამოყალიბება ხდება ორსულობის 4-6 კვირაზე, როდესაც არ ხდება ზედა ყბის ბორცვების ან სასის წანაზარდების, ყბათაშორისი ძვლის, ალვეოლური მორჩების  შეერთება. ასევე შეიძლება განვითარდეს უფრო მოგვიანებით, შეხორცებული ფრაგმენტების გახლეჩვის ხარჯზე. შემთხვევათა 15% ზედა ყბის ნაპრალი თანხვედრაშია სხვა ორგანოების განვითარების მანკებთან.

ზედა ყბის არასრულფასოვან ზრდას და მიმაგრებას თავის ქალასთან მივყავართ თანკბილვის დარღვევამდე, როგორც საგიტალურ და ტრანსვერსალურ, ასევე ვერტიკალურ სიბრტყეებში. ამ დროს ქვედა ყბის ზომა და მდებარეობა შეიძლება იყოს ნორმის ფარგლებში.

სასის ორმხრივი ნაპრალის დროს საჭრელი ძვალი მოძრავია და გამოწეულია წინ. ალვეოლური მორჩის გვერდითი ფრაგმენტები წინა ნაწილები გადმონაცვლებულია სასისკენ რის გამოც საჭრელი ძვლისთვის ადგილი საკმაოდ მცირეა.

782821.fig.001 

    ზედა ტუჩის ნაპრალის დროს აღინიშნება მისი ზომისა და ფორმის ცვლილებები, რასაც მივყავართ ტუჩის არასრულფასოვან ფუნქციონირებამდე. ასეთ ბავშვებს ზედა ტუჩის მოძრაობა შეზღუდული აქვთ, ასევე აღინიშნება მოკლე კარიბჭე. სასის ნაპრალის დროს განუვითარებელი რჩება რბილი სასის და საყლაპავის შუა ნაწილის კუნთები, რაც გავლენას ახდენს ზედა ყბის არასრულფასოვან განვითარებაზე, ეს უკანასკნელი კი თავის მხრივ  – ქვედა ყბის არასწორი ზომისა და ფორმის ჩამოყალიბებაზე.

დაბადების პირველივე დღეებიდან ბავშვს აღენიშნება ფუნქციონალრი დარღვევები. ზედა ტუჩის და განსაკუთრებით სასის ნაპრალის არსებობის დროს საკმაოდ რთულდება ბუნებრივი გზით კვება. საჭიროა ბავშვის კვება კოვზით, ან მატყუარით. იმის გამო, რომ პირის და ცხვირის ღრუები დაკავშირებულია ერთმანეთთან თავდაპირველად ხდება რძის შემდგომ კი სხვა საკვები ნაწილაკების მოხვედრა ცხვირში. ამ ღრუების გაერთიანება შეუძლებელს ხდის ნორმალურ სუნთქვას. იგი ხდება გახშირებული და ზედაპირული, რაც იწვევს ორგანიზმის დასუსტებას. ცხვირითა და პირით ერთდროული სუნთქვა იწვევს ისეთ დაავადებებს, როგორიცაა: რინიტი, ოტიტი, ფრონტიტი და ა.შ.

cleft-lip-a5 

   ცხვირის ღრუში ანთებითი პროცესების მიზეზი არის მასში მოხვედრილი და შეკავებული საკვების ნარჩენები. შემდგომ წლებში ემატების მეტყველების დარღვევაც. რასაც მივყავართ ბავშვის გარიყვისაკენ სოციალური ფენებიდან.

იმის გამო რომ შეფერხებულია, როგორც ზოგადი ასევე ყბების ზრდა ხდება კბილების დაგვიანებული ამოჭრა. კერძოდ სარძევე კბილები ამოიჭრება რამოდენიმე თვით გვიან, ხოლო მუდმივი საჭრელები და ეშვები 1-2 წლის დაგვიანებით.

ნაპრალის მიდამოში შესაძლოა განვითარდეს კბილთა ჩასახვის პათოლოგიები, როგორიცაა: ადენტია, ზეკომპლექსური კბილები, მიკროდენტია, რეტენცია, ჩანასახის არასწორი მდებარეობა და ა.შ.

ზედა ტუჩის ოპერაცია კეთდება ბავშვის ზოგადი მდგომარეობის გათვალისწინებით 4-6 თვის ასაკში. ქეილოპლასტიკის შემდეგ ბავშვს უმზადებენ ობტურატორს რათა  მოხდეს ცხვირისა და პირის ღრუს გამოჯვნა. მისი საშუალებით ხდება, როგორც სუნთქვის, ასევე საკვების მიღების პროცესის გაუმჯობესება.

ზოგიერთი ქირურგის აზრით, ობტურატორი ახდენს ლორწოვანი გარსის დათხელებას ნაპრალის კიდეებთან, რაც თავის მხრივ პრობლემას უქმნის ნორმალურ ქირურგიულ ჩარევას.

1,5-2 წლის ასაკში ტარდება ველოპლასტიკა, რაც გულისხმობს სასის უკანა წანაზარდების დაახლოებას. მაგარი სასის ნაპრალის პლასტიკური ოპერაცია ხდება სკოლამდელ ასაკში. საკვების მიღებისა და მეტყველების გაუმჯობესების მიზნით.

როგორც პრაქტიკამ აჩვენა, მხოლოდ ქირურგიული ჩარევით ვერ ხერხდება სრულად ფუნქციისა და ესთეტიკის აღდგენა. ასეთ ბავშვებში ოპერაციის შემდეგ წარმოქმნილი ნაწიბური ახდენს ზედა ტუჩის დამოკლებას, რაც თავის მხრივ ზრდის ზეწოლას ზედა ყბის ალვეოლური მორჩის ფრონტალურ ნაწილზე.

ორთოდონტიული მკურნალობა ბავშვებში ზედა ტუჩისა და სასის ნაპრალის დროს იწყება 3-4 წლის ასაკში. ქეილოპლასტიკის შემდეგ ზედა ტუჩის ცალმხრივი ნაპრალის დროს, ზედა ყბის კბილთა რკალი განაგრძობს დეფორმირებას, ფორმაშეცვლილი ტუჩის ზეწოლის შედეგად. ხდება მოკლე ფრაგმენტის გადმონაცვლება წინ და სასისკენ, ხოლო დიდი ფრაგმენტი მნიშვნელოვან ცვლილებებს არ განიცდის. საბოლოო ჯამში კბილთა რკალი ხდება ასიმეტრიული. უმეტეს შემთხვევაში აღინიშნება კბილთა რკალის შევიწროება ჰორიზონტალურ (ხშირად ეშვების მიდამოში) და საგიტალურ სიბრტყეში. ზედა ყბის დეფორმაცია თავის მხრივ აისახება ქვედა ყბის დეფორმაციაზეც.

cleft-lip-and-palate-before-after-1

ორთოდონტიული მკურნალობის წინ რეკომენდებულია პირის ღრუს სანაცია, რადგან ხშირია მუდმივი და სარძევე მოლარების ასევე ცენტრალური საჭრელების კარიესი. ასეთ ბავშვებში პაროდონტი დაავადებებიც 10 ჯერ უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე ჯანმრთელებში.

სასის ნაპრალის მქონე პაციენტებში ანაბეჭდის აღება სპეციალურ ცოდნას მოითხოვს, რათა არ მოხდეს საანაბეჭდო მასის მოხვედრა ცხვირის ღრუში.

როგორც წესი ორთოდონტიული მკურნალობა იწყება ზედა კბილთა რკალის დაგრძელებით. დიდი მნიშვნელობა აქვს ხრახნის პოზიციას ფირფიტაში, რათა მოხდეს მოხდეს კბილების კორპუსული გადაადგილება. ხრახსნის გარდა კეთდება დასაკბეჩი მოედნები.

ზედა ყბასთან ერთად, ან მოგვიანებით იწყება ქვედა ყბის ზომის გადიდება თუკი ის დეფორმირებულია.

ურანოპლასტიკა გულისხმობს დეფექტის დახურვას რბილი ქსოვილებით, ძვლოვანი ნაპრალი კი რჩება. ამიტომ ოპერაციის შემდეგ კბილთა რკალი შეიძლება შევიწროვდეს და დამოკლდეს. რიციდივის ხარისხი დამოკიდებულია პირველადი დაზიანების სიმძიმეზე და შემდგომ ტუჩისა და სასის ნაწიბუროვან ცვლილებაზე.

მუდმივი თანკბილვის დროს ხდება მოუხსნელ (ბრეკეტები) კონსტრუქციაზე გადასვლა და საჭიროების შემთხვევაში ექსპანდერების ხმარებაც. სასურველია ფიზიოთერაპიული კურსის დანიშვნაც.

მიუხედავად კბილთა რკალების მძიმე დეფორმაციისა და თანკვილვის დარღვევისა, სწორი და ხანგრძლივი მკურნალობა კარგ შედეგს იძლევა.


კომენტარები

სხვა სიახლეები