სიახლე საახალწლო რჩევები ჩვენი ექიმისგან

ტკბილეული და კბილები  

როგორ მოვუაროთ კბილებს ახალი წლის დღეებში, გირჩევთ ჩვენი ექიმი-თერაპევტი ეკა ჩიხრაძე 

 

ახალი წლის დღეებში განსაკუთრებული დატვირთვა კბილებზე მოდის. საახალწლო ნუგბარმა კბილი რომ არ დაგიზიანოთ, მინდა შეგახსენოთ სწორი კვების და პირის ღრუს ჰიგიენის წესები:

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკვები კომპონენტი, რომელიც ცუდად მოქმედებს კბილების ჯანმრთელობაზე არის შაქარი.

რაც უფრო დიდი რაოდენობით ვღებულობთ მას, მით უფრო სწარაფად იზრდება ბაქტერიების რაოდენობა პირის ღრუში, რაც იწვევს კბილის დაშლას.  

კბილებისთვის კრიტიკულია,  არა ის თუ რა რაოდენობით ვღებულობთ ტკბილეულს, არამედ რამდენად ხშირად. ყოველ ჯერზე საკვების მიღების შემდეგ ნერწყვს სჭირდება დრო, რომ გაანეიტრალოს შაქრის მავნე ზემოქმედება.

კბილებისთვის შედარებით ნაკლებ საზიანო იქნება თუ თქვენ ერთ ფილა შოკოლადს ერთ ჯერზე მიირთმევთ, ვიდრე ის გადაანაწილოთ დღის სხვადასხვა პერიოდზე.     

ზოგადად უარს ვერ ვიტყვით შაქარის მოხმარებაზე, ის უამრავი პროდუქტის შემადგენლობაშია, მაგრამ ჩვენი რჩევაა,მაქსიმალურად შევზღუდოთ მისი მოხმარება და ყოველი მიღების შემდეგ აუცილებლად გავიხეხოთ კბილები. 

კბილებისთვის ყველაზე სასარგებლო პროდუქტი რძის ნაწარმია (რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში თუ ადამიანს არ აღენიშნება ალერგია ან რძის მომნელებელი ფერმენტების უკმარისობა). რძის ნაწარმი შეიცავს კალციუმს, მაგნიუმს და ფოსფორს. ეს ელემენტები აჯერებენ ნერწყვს სასარგებლო ნივთიერებებით, რაც კარგად აისახება კბილების ჯანმრთელობაზე. 

გილოცავთ ახალ წელს შობას

 

არ უნდა დაგვავიწყდეთ კბილების  გახეხვა დღეში ორჯერ, დილას და საღამოს, პირველი და ბოლო საკვების მიღების შემდეგ.

გილოცავთ დამდეგ შობა-ახალწელს, გისურვებთ ჯანმრთელ პირის ღრუს და ლამაზ ღიმილს!

 


კომენტარები

სხვა სიახლეები