ახალი წლის დღეების შემდეგ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაბალანსებულ კვებაზე ფიქრი და კბილების ჯანმრთელობაზე ზრუნვა
კარიესის პროფილაქტიკის მიზნით, ექიმი-თერაპევტი და ქირურგი, ლევან ქიმერიძე, გირჩევთ:
✔️ შეზღუდეთ საკვებ რაციონში კარიესის გამომწვევი ნახშირწყლები.
✔️ გაზარდეთ მცენარეული უჯრედისის მიღება. უჯრედისს შეიცავს ხილი და ბოსტნეული. უჯრედისი მიუწვდომელია პირის ღრუს ბაქტერიებისათვის და ამავდროულად სასარგებლოა ნაწლავებისათვის, იგი ასრულებს "ცოცხის" როლს.
✔️ მიირთვით მთლიანი ვაშლი ან სტაფილო, მაგარი საკვები ბუნებრივად ახდენს კბილების გასუფთავებას.
✔️ გაიხეხეთ კბილები ყოველი საკვების მიღების შემდეგ, ხოლო როცა ვერ ახერხებთ, გამოივლეთ პირი თბილი წყლით.
✔️ მისაღებია, უშაქრო საღეჭი რეზინის გამოყენება 5-10 წუთით.
ყოველთვის უარს ნუ იტყვით კანფეტებზე, შოკოლადზე და სხვა ტკბილეულზე. ტკბილის შეზღუდვა ბედნიერების ჰორმონების - ენდორფინების წარმოქმნის შემცირებას იწვევს
ბედნიერი დასვენება!