სიახლე როგორ უნდა მოუაროთ პირის ღრუსა და კბილებს გაციების დროს?

როგორ მოვუაროთ კბილებს   


    კითხვა განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან გრიპების და ვირუსების სეზონი დადგა.

რამდენიმე მარტივი მეთოდი პირის ღრუზე ზრუნვისათვის:

 ✔️ შეარჩიეთ ხველის უშაქრო წამლები.

 ✔️ პირღებინების შემდეგ უმჯობესია წყალი გამოივლოთ. პირღებინების დროს კუჭის მჟავა ხვდება პირის ღრუში და გარს ეხვევა კბილებს, თუ მალევე გაიხეხავთ, უბრალოდ შეიზელთ მჟავას კბილებზე. უმჯობესია, გამოივლოთ სავლები ან წყალში გაზავებული 1 სუფრის კოვზი სოდა.

 ✔️ დალიეთ მეტი წყალი და ერიდეთ პირის სიმშრალეს.


  •  ✔️ გაციების დროს ტკბილი ჩაიც ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ შეეცადეთ ერიდოთ დიდი რაოდენობით შაქრისა და ლიმონის დამატებას.

    ✔️ არავის გაუზიაროთ კბილის ჯაგრისი, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ავად ხართ. გრიპის ვირუსი ნოტიო ზედაპირზე ცოცხლობს 72 საათი.

    ყოველთვის გაუფრთხილდით კბილებს, თუმცა გაციების ან ვირუსის დროს, განსაკუთრებულად.

    პირის ღრუში სისუფთავის შეგრძნება შეიძლება გამოჯანმრთელებაში დაგეხმაროთ 

    გისურვებთ ჯანმრთელობას! 

კომენტარები

სხვა სიახლეები