სიახლე კბილები და დიეტა

დიეტა და კბილები

 

  „ადამიანი ის არის, რითიც იკვებება" - შემთხვევითი არ არის, რომ ეს გამონათქვამი „ფასტფუდების“ და ტკბილეულის ეპოქაში განსაკუთრებით აქტუალური გახდა.

  მსგავსი საკვები არამარტო წონაში მომატების მიზეზია, არამედ ის კბილებსაც აზიანებს.

   არაჯანსაღ საკვებზე უფრო საშიში მტერი კი თანამედროვე დიეტები გახლავთ, რომლებიც არც სასარგებლო მინერალებს გვაძლევენ და ჩვენს ჯანსაღ ღიმილსაც საფრთხეს უქმნიან.

  სწორედ ამიტომ დიეტის დაწყების წინ აუცილებელია კონსულტაცია გაიაროთ არა მხოლოდ დიეტოლოგთან, არამედ სტომატოლოგთანაც.

  მათი რეკომენდაციები დაგეხმარებათ დაბალანსებული დიეტის შედგენაში და მსგავსი საფრთხეების თავიდან აცილებაში.
 ამერიკის ზოგადი სტომატოლოგიის აკადემიის რჩევით სწორი კვებისათვის მოწოდებულია: მცირე დოზებით შაქრის შემცველი და ცხიმიანი პროდუქტების (რაც ასევე ითვალისწინებს საკვების მომზადების მეთოდებს) და პირიქით დიდი რაოდენიბით კალცით (დაბალი ცხიმიანობის რძის პროდუქტები), რკინით (თევზი, ხორცი), ბოსტნეულით მდიდარი საკვების მიღება.

 ჩვენი რჩევაა – დიეტის მავნე ზეგავლენის თავიდან ასაცილებლად გაიაროთ სტომატოლოგთან კონსულტაციები.


კომენტარები

სხვა სიახლეები