ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია პირის ღრუს მოვლა, თუმცა ორსულებისთვის ეს ორმაგად საგულისხმოა. ქალის ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონალური ცვლილებები, შესაძლოა, კბილებზე უარყოფითად აისახოს, რაც საფრთხეს უქმნის ნაყოფის ჯანმრთელობასაც.
არსებობს მითი იმის შესახებ, რომ ფეხმძიმე პაციენტისთვის სტომატოლოგთან ვიზიტი საშიშია.
პირიქით, ორსულებისთვის აუცილებელიც კია ექიმთან სტუმრობა, თუმცა გასათვალისწინებელია რამდენიმე ასპექტი:
- ვიზიტის დრო - სასურველია ორსულმა თავი შეიკავოს სტომატოლოგიური ჩარევებისგან პირველ და მესამე ტრიმესტრებში. ექიმთან სტუმრობის საუკეთესო დრო მეორე ტრიმესტრია.
- მარტივი პროცედურები - მაგალითად, ჰიგიენური წმენდა, დაბჟენა, ორთოპედიული გვირგვინების მოთავსება ის პროცედურებია, რომლებიც უსაფრთხოა, როგორც დედის, ისე ნაყოფისთვისაც.
- რენტგენის გადაღება არაა სასურველი, თუ ის გარდაუვალია, უნდა გაკეთდეს ციფრული, რომელსაც 90%-ით შემცირებული გამოსხივების დონე აქვს.
- კბილები და ტოქსიკოზი - პირველი ტრიმესტრისთვის დამახასიათებელი ტოქსიკოზი. ეს კბილის მინანქრის დაზიანებისა და კარიესის წარმოქმნის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. პრევენციისთვის, აუცილებელია, კბილების გახეხვა და პირის ღრუს გამორეცხვა ღებინების შემდეგ ერთ საათში. ასევე შეგიძლიათ, გამოიყენოთ უალკოჰოლო, ფტორის შემცველი სავლები, რადგან ის ანეიტრალებს მჟავა გარემოს პირის ღრუში და ებრძვის კარიესის გამომწვევ ბაქტერიებს.
- საკვები - ორსულობის პერიოდში დედის ორგანიზმი განიცდნის რიგი ვიტამინებისა და ნივთიერებების ნაკლებობას. ეს ყველაფერი კბილის მინანქარზე უარყოფითად აისახება, ამიტომ აუცილებელია, დედის საკვები რაციონი იყოს გამდიდრებული კალციუმით, ფტორით, სხვა მიკროელემენტებით, მინერალებით, A, C, D ვიტამინებით. მიიღეთ რძის ნაწარმი, ისპანახი, კომბოსტო და თევზეული.
მსოფლიოს კვალიფიციური ექიმების რჩევა შემდეგია: ფეხმძიმობისას კბილების მკურნალობა არა თუ შეიძლება, არამედ აუცილებელიცაა!
როგორც ცნობილია, ფეხმძიმობა ბუნებრივი ფიზიოლოგიური პროცესია, რომელმაც უარყოფითად არ უნდა იმოქმედოს ორგანიზმზე.
სამწუხაროდ, სხვადახვა მიზეზებიდან გამომდინარე, ხშირად, კბილების მდგომარეობა უარესდება. ფეხმძიმობის პერიოდში პირის ღრუს დაავადებების რისკ-ფაქტორებს ეკუთვნის: ჰორმონალური ფონის ცვლილებები, ნივთიერებათა ცვლის დარღვევები, ორგანიზმის დაცვითი ფუნქციის დაქვეითება.
ფეხმძიმობა ქალის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია.
ბავშვის ძირითადი ორგანოები და სისტემები მუცლადყოფნის მე-2 თვეს ყალიბდება. ბავშვის ჯანმრთელობის საფუძველს წარმოადგენს დედის ქრონიკული, მათ შორის, ყბა-კბილთა სისტემაში ინფექციების არ არსებობა.
პირის ღრუს სანაცია ორსულობის ადრეული სტადიიდან კბილები იდეალურ მდგომარეობაში შენარჩუნების საშუალებას იძლევა.
რა პრობლემებს შეიძლება წააწყდეს მომავალი დედა?
ფეხმძიმობისას ჰორმონალურმა ცვლილებებმა შეიძლება გამოიწვიოს გინგივიტი. გინგივიტი - ღრძილების ანთებაა, რომელსაც იწვევს ნადებში არსებული ბაქტერიები. გინგივიტის ნიშნები მატულობს ფეხმძიმობის ბოლოს. პირის ღრუს ჰიგიენის საფუძვლიანი დაცვა ამცირებს დაავადების განვითარების რისკს. გინგივიტის სამკურნალოდ ვიყენებთ კბილების პროფესიონალურ ჰიგიენას და ანთების საწინააღმდეგო თერაპიას. არ არსებული ან არასაკმარისი მკურნალობის შემთხვევაში გინგივიტი შეიძლება გადაიზარდოს უფრო სერიოზულ ანთებაში - პაროდონტიტში, პაროდონტოზში და შემდგომში კბილების დაკარგვაში.
პაროდონტიტი - ძალზე გავრცელებული ანთებითი დაავადებაა, რომელიც მიმდინარეობს კბილ-ღრძილოვანი შეერთების დარღვევით და პაროდონტალური ჯიბეების ჩამოყალიბებით.
ფეხმძიმობის პერიოდში დაავადების განვითარებისა და გამწვავების მიზეზს წარმოადგენს სისხლის მიმოქცევის დარღვევა და იმუნიტეტის დაქვეითება.
ამას გარდა, ორგანიზმი განიცდის ვიტამინების ნაკლებობას, კლებულობს სისხლძარღვების ელასტიურობა, ხდება კალცის დაკარგვა, ძვლოვანი ქსოვილის განლევა. მეცნიერების ინფორმაციით, პაროდონტიტი უფრო მეტ გართულებებს იწვევს ფეხმძიმობისას, ვიდრე ალკოჰოლი და ნიკოტინი.
ღრძილებიდან მომატებული სისხლდენა ფეხმძიმობის ერთ-ერთ ხშირ სიმპტომებს მიეკუთვნება. როგორც სხვა სტომატოლოგიურ დაავადებებზე, აქაც პასუხისმგებელი კალცის უკმარისობაა, განსაკუთრებით, კი ფეხმძიმობის მეორე ნახევარში. ამ პერიოდში ხდება კალცისა და ფოსფორის ჩალაგება, ნაყოფის ძვლებისა და კბილების ჩამოყალიბებისათვის.
განსაკუთრებით რთულია ორსულობისას კარიესის ჩაოყალიბების შედეგები. კალცის უკმარისობა, მიკრობების გააქტიურება იმუნიტეტის დაქვეითების ფონზე, ნერწყვის შემადგენლობის ცვლილება, ყოველივე, რაც კარიესის მიზეზს წარმოადგენს. განსაკუთრებით საგანგაშოა თუ ეს პრობლემა ვითარდება პირველ ან მესამე ტრიმესტრში, როდესაც გართულებების რისკი მაღალია, ხოლო მედიკამენტების მოხმარება შეზღუდული.
რომელი სტომატოლოგიური მანიპულაციის ჩატარება შეიძლება და არ შეიძლება ფეხმძიმობისას:
თანამედროვე სტომატოლოგიური კლინიკებში ანესთეზა ორი მიზნით შეიძლება შეირჩეს: ეფექტური გაყუჩებისათვის და ჩანასახის უსაფრთხოებისათვის.
ციფრული რენტგენის აპარატები მოქმედებენ ზუსტად, მიმართულად და ლოკალურად (2-3 სანტიმეტრ დიამეტრზე), დასხივება მინიმალურია, ხოლო ტყვიის დამცავი ფირფიტა იცავს 100%-ით.
რა სტომატოლოგიური მანიპულაციების ჩატარება შეიძლება ფეხმძიმობისას:
- კარიესის მკურნალობა;
- პაროდონტოლოგიური მკურნალობა;
- კბილის ექსტრაქცია;
- კბილებისა და ღრძილების ანთებადი პროცესების მკურნალობა;
- ბრეკეტების დაყენება.
სტომატოლოგიური მანიპულაციები, რომელთა ჩატარებაც არ ღირს ფეხმძიმობისას:
- პროთეზირება;
- იმპლანტაცია;
- ქვების მოშორება;
სტომატოლოგიური მანიპულაციები, რომელთა ჩატარებაც არ შეიძლება ფეხმძიმობისას:
- არ შეიძლება დარიშხანის შემცველი ან მასზე დამზადებული პრეპარატების გამოყენება;
- ანესთეზია უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ მიზანმიმართულად;
- არ შეიძლება კბილების გათეთრება;
- არ შეიძლება ნერვიულობა, სასურველია მიმართოთ ნაცნობ და სანდო სტომატოლოგს.;
ამ ინფორმაციას გაწვდით იმ მიზნით, რომ კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რამდენად მნიშვნელოვანია დროულად მიმართოთ სტომატოლოგს და ჩაიტაროთ ყველა პროფილაქტიკური ღონისძიება, აღმოფხვრათ არსებული პრობლემები, მიიღოთ რჩევები პირის ღრუს მოვლის შესახებ, რათა თავიდან აიცილოთ მომავალი პრობლემები ფეხმძიმობისას.
კიდევ ერთი მიზეზი მკურნალობის დროული ჩატარებისა არის ის, რომ მშობიარობის შემდეგ დედებს დრო აღარ რჩებათ მკურნალობისათვის.
ხოლო თუ მაინც გაგიჩნდათ კბილის მკურნალობისა თუ ამოღების აუცილებლობა, ჩვენი კლინიკა მზადაა გაგიწიოთ კვალიფიციური დახმარება, ყველა არსებული პრეპარატისა თუ მასალის გამოყენებით, რაც სპეციალურად მოწოდებულია ფეხმძიმეებისათვის. გახსოვდეთ, რომ გართულებების რისკი მკურნალობის შემთხვევაში უფრო ნაკლებია ვიდრე მისი არარსებობის შემთხვევაში.
და ბოლოს, რაზეც გვინდა გავამახვილოთ მომავალი დედების ყურადღება მდგომარეობს იმაში, რომ თქვენი ვიზიტი სტომატოლოგთან არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ თქვენი პირის ღრუს მკურნალობით და ჰიგიენით. ჯერ კიდევ ბავშვის დაბადებამდე აუცილებელია იცოდეთ თუ, როგორ მოუაროთ თქვენი მომავალი შვილის სარძევე და მუდმივ კბილებს. ასევე, სასურველია, მომავალი დედა იყოს ინფორმირებული ყველა არსებული პროფილაქტიკუტი ღონისძიებების შესახებ, როგორიცაა ფტორირება, ფისურების ჰერმეტიზაცია და ა.შ.
ბრეკეტები და ფეხმძიმობა:
ბრეკეტები და ფეხმძიმობა - აბსოლუტურად შეთავსებადია. ფეხმძიმობისას მომავალ დედებს უამრავი თავისუფალი დრო აქვთ. თუ თქვენ მოგელით 9 თვიანი "მსუბუქი" პერიოდი, კბილებს ხომ არ დაუთმობდით დროს?
ამისათვის აუცილებელია გაიაროთ მოსამზადებელი პერიოდი, რაც გულისხმობს: კბილების დაბჟენას, აუცილებლობის შემთხვევაში კბილების ამოღებას. ბრეკეტების დაყენება უკეთესია ფეხმძიმობამდე. კბილების ამოღება და მკურნალობა ფეხმძიმობის დიდ ვადაზე არ ღირს. ბრეკეტებზე მიჩვევაც უკეთესია ფეხმძიმობამდე. მიჩვევის შემდეგ, უკვე მარტივი ხდება მათი ტარება ფეხმძიმობისას და თქვენ უკვე თამამად შესძლებთ გაუღიმოთ თქვენს შვილს ლამაზი და სწორი კბილებით.
ბრეკეტების ხმარება მოითხოვს პირის ღრუს ჰიგიენისადმი გაორმაგებულ ყურადღებას. ასეთ დროს, უმჯობესია, კბილების გამოხეხვა ყოველი საკვების მიღების შემდეგ, სპეციალური კალცისა და სხვა ელემენტების შემცველი სავლებების გამოყენება.
ორთოდონტთან ყოველი ვიზიტისას აუცილებლად შეიმოწმეთ კარიესის არსებობა.
გაუფრთხილდით პირის ღრუს ჰიგიენას, რათა თქვენი პატარა ჯანსაღად განვითარდეს, ხოლო თქვენ ორსულობის შემდგომაც შეინარჩუნოთ თვალისმომჭრელი ღიმილი!