ულტრათანამედროვე გაჯეტები ჩვენს კლინიკაში
3D ორთოდონტიული სკანერი
ციფრული ინტრაორალური სკანერი iTero ციფრული ორთოდონტიის ბოლო თაობის აპარატია, რომელიც მკურნალობის პროცესს ბევრად კომფორტულს ხდის როგორც პაციენტის, ისე ექიმისთვისაც. სკანერი უზრუნველყოფს უპრეცედენტო სიჩქარეს, სიზუსტეს და საიმედოობაას. ასე, ექიმი დასვამს უზუსტეს დიაგნოზს და დასახავს მკურნალობის გეგმას.
მეორეს მხრივ, პაციენტს:
- სერვისის მისაღებად ნაკლები დრო სჭირდება (სკანირება ნაცვლად ანაბეჭდის აღების პროცედურისა)
- გარანტირებული სიზუსტით შეუძლია პირის ღრუს 3D ვიზუალის ხილვა ეკრანზე
- სკანირებული ფაილი ავტომატურ რეჟიმში იტვირთება ბაზაში.
კლინიკიდან გაუსვლელად, პაციენტს შეუძლია ნახოს, როგორ იქნება შედეგი ბრეკეტებით მკურნალობის ბოლოს.
iTero ციფრულად აღბეჭდავს კბილებისა და ღრძილების სტრუქტურას უახლესი ოპტიკური ტექნოლოგიის გამოყენებით. სკანერი კომპაქტური და მოსახერხებელია. პირის ღრუს სრულ სკანირებას სულ ორი-სამი წუთი სჭირდება. პაციენტსა და ექიმს აქვთ საშუალება დეტალურად დაათვალიერონ პირის ღრუს 3D მოდელი „თაჩ სქრინის“ დახმარებით კონსულტაციაზევე და განიხილონ არსებული დარღვევები. iTero სკანერს ჩვენ ვიყენებთ ნებისმიერი ორთოდონტიული მკურნალობის დროს, მათ შორის ინვიზალაინით - უხილავი კაპებით მკურნალობისას.
Invisalign
ინვიზალაინი თითქმის უხილავი, გამჭვირვალე, მოსახსნელი კაპებია, რომლებიც ღიმილის სრული ტრანსფორმაციის საშუალებას 3D ვიზუალიზაციის ინოვაციური ტექნოლოგიის გამოყენებით, კომპიუტერული მოდელირებისა და ინდივიდუალური პარამეტრების მიხედვით იძლევა. ეს ორთოდონტიაში დანერგილი ბოლო თაობის, ბრეკეტ-სისტემის შემცვლელი აპარატია და სრულად მომხმარებლის კომფორტზეა მორგებული. ჩვენს კლინიკაში ინვიზალაინით მკურნალობას მისი სერტიფიცირებული ორთოდონტი, ნინო ბერიძე ატარებს.
ინვიზალაინის ბრეკეტები SmartTrack - უმაღლესი ხარისხის სპეციალური სამედიცინო, კომფორტული და გამძლე პლასტმასითაა დამზადებული, რომელიც ზუსტად ერგება კბილებს და ყველანაირი მეტალის დანამატების გარეშე გაასწორებს თანკბილვას. ელაინერები სხვადასხვა სირთულის ორთოდონტიულ პრობლემას უმკლავდება და ერთადერთია, რომელიც რთული თანკბილვის ანომალიებსაც კი ასწორებს, თანაც ნაკლები დისკომფორტით. უხილავი ინვიზალაინით მკურნალობისას მცირდება ექიმთან ვიზიტების რაოდენობა და მკურნალობის დრო, მცირდება ვიზუალური დისკომფორტი და მარტივდება კვებისა და ჰიგიენური პროცედურების პროცესი, ვინაიდან ამ დროს კაპების მოხსნაა შესაძლებელი.
სამგანზომილებიანი ტომოგრაფიის აპარატი
Planmeca ProMax® 3D Plus ულტრათანამედროვე სამგანზომილებიანი ტომოგრაფიის აპარატია, რომელიც ექიმს საშუალებას აძლევს დიდი გაფართოებით დაინახოს სახსრები, ყბები და სასუნთქი გზები. აპარატის უპირატესობაა მისი მინიმალური და სრულად უსაფრთხო დასხივების სიხშირე როგორც ზრდასრულების, ისე პატარა პაციენტებისთვის . ამასთან, 3D ტომოგრაფიის აპარატი მთლიანად ერგება პაციენტს, რაც გამოკვლევას კიდევ უფრო სწრაფს, უსაფრთხოს და კომფორტულს ხდის. სამგანზომილებიანი აპარატი ერთი გადაღებით მოიცავს როგორც ზედა და ქვედა ყბას, ასევე მარჯვენა და მარცხენა სახსარს.
ულტრათანამედროვე მიკროსკოპი CJ Optik Advanced
აპარატი მოწინავე ლიდერია დენტალურ მიკროსკოპებს შორის. ექიმს მეტი შესაძლებლობა აქვს სრულფასოვნად უმკურნალოს რთულ სტომატოლოგიურ შემთხვევებს.
მიკროსკოპი კბილს საშუალოდ 30-ჯერ ადიდებს. ასეთი გადიდების ქვეშ შესაძლებელი ხდება:
1. კბილის არხების ხარისხიანი და სრულფასოვანი მკურნალობა;
2. კარიესული ღრუს დაბჟენისას კბილის ჯანსაღი ქსოვილის მაქსიმალური შენარჩუნება
3. კბილებზე დამალული ბზარების დანახვა
4. კარიესის აღმოჩენა მის საწყის სტადიაში
5. ჩატეხილი ინსტრუმენტის ფრაგმენტის ამოღება
მკურნალობა მიკროსკოპის ქვეშ რადიკალურად განსხვავდება ტრადიციული მკურნალობისგან. ექიმი იხედება მიკროსკოპში, რომელიც პაციენტისგან 20-30 სმ-ითაა დაშორებული, არ შედის პაციენტის პირად სივრცეში, რაც ქმნის დამატებით კომფორტს.
მიკროსკოპი უერთდება მონიტორს და ყველა მანიპულაცია თვალსაჩინო ხდება, აქედან გამომდინარე ასისტენტი უფრო დროულად და ხარისხიანად ეხმარება ექიმს. მნიშვნელოვანი სურათები კი ფოტოდოკუმენტაციის სახით ინახება არქივში.