პოსტი საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დაავადებები

საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დაავადებები

 

 

საფეთქელ-ქვედა ყბის სახსარი ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული სახსარია – ის დღეში დაახლოებით 2 ათას მოძრაობას ასრულებს. შესაბამისად, ყბის შემადგენლობაში შემავალი ძვლოვანი თუ ხრტილოვანი ქსოვილების, მყესებისა თუ კუნთების ნებისმიერი დაზიანება მნიშვნელოვან დისკომფორტსა და პრობლემას უქმნის ადამიანს.

საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრები თავის ქალას, საფეთქლის ძვალსა და ქვედა ყბას ერთმანეთთან აკავშირებს. ასეთი სახსარი ორია, თითოეული განლაგებული სახის აქეთ-იქით, ზუსტად ყურების წინ.

საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დაავადებებს იწვევს ყბის კუნთების, სახსრების ან მათი დამაკავშირებელი ქსოვილის მიერ წარმოქმნილი პრობლემები. პრობლემის ზუსტი დიაგნოსტიკისთვის დამატებითი კვლევაა საჭირო;

 

მიზეზები

ყველაზე ხშირად საფეთქელ-ქვედა ყბის დაავადებების მიზეზი კუნთების ტონუსის (დაძაბულობის) დარღვევა და სახსრის აგებულების პათოლოგიებია, რომლებსაც ზოგჯერ ფსიქოლოგიური ფაქტორიც ერთვის.

 

სუბიექტური ჩივილები და კლინიკური გამოვლინებებია:

-          ქვედა ყბის მოძრაობის თანმხლები ტკივილი სახსრისა და საღეჭი კუნთების არეში;

-          დაჭიმულობისა და შებოჭილობის შეგრძნება;

-          პირის გაღება-დაკუმვის თანმხლები ხმაური: ტკაცუნი, ხრაშუნი, შრიალი;

-          ქვედა ყბის მოძრაობის შეზღუდვა და მოშლა მის სხვადასხვა ფაზაში.

-          ტკივილი ზოგჯერ გადაეცემა ყურში, თავში, კისერში, თვალბუდეში და ა.შ.

-          ტკვილი ძლიერდება ქვედა ყბის მოძრაობისას.

 

როდის მივმართოთ ექიმს?

თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე სიმპტომი გეცნოთ, მიმართეთ ექიმს. ექიმი-გნათოლოგი გირჩევთ მკურნალობის მეთოდს.

საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის პათოლოგიების დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა დაავადება ყბის მუდმივი მოძრაობით კიდევ უფრო არ დავამძიმოთ. ადრე აღმოჩენილი დაზიანების მკურნალობა გაცილებით ეფექტურია.

 

გნათოლოგთან კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 032 2 32 2227.


კომენტარები

სხვა პოსტი