პოსტი რატომ ამოდის სიბრძნის კბილები?

რატომ ამოდის სიბრძნის კბილები?

 

სიბრძნის კბილების ამოღება ბევრი სტომატოლოგიური პაციენტის ხვედრია. არის თუ არა სიბრძნის კბილის ყველა ისტორია უნიკალური? დიახ, მათ შორის, ამოსვლის დრო და მათი ამოღების საჭიროებაც ინდივიდუალურია.

 

სიბრძნის კბილების დანიშნულება

სმიტსონის ინსტიტუტის თანახმად, ასობით, თუ არა ათასობით წლის წინ, სიბრძნის კბილები ღეჭვაში გვეხმარებოდა. მათი საშუალებით ადრეული ადამიანები ღეჭავდნენ უფრო მყარ საკვებს. მაშინ ჩვენი ყბები უფრო ფართო იყო და სიბრძნის კბილები მარტივად თავსდებოდა. დროთა განმავლობაში ადამიანის ყბები დაპატარავდა - შემცირდა პირის ღრუ და სიბრძნის კბილების სწორი განვითარებისა და ამოჭრისათვის პატარა ადგილი დარჩა.

 

რა ასაკში ამოდის სიბრძნის კბილები?

სიბრძნის კბილები, ასევე ცნობილი, როგორც მესამე მოლარები, სულ ბოლოს ამოდიან. ისინი, როგორც წესი, ამოიჭრებიან 17-დან 21 წლამდე.

 

პედიატრიული სტომატოლოგიის ამერიკული აკადემიის თანახმად, სიბრძნის კბილები ამოჭრამდე უფრო ადრეულ ასაკში იწყებენ ზრდას, ჩვეულებრივ, 7-10 წლის ასაკში. Imaging Science in Dentistry-ის კვლევამ აღნიშნა, რომ ფორმირების მთელ პროცესს წლები სჭირდება და უნიკალურია:

 

  • კბილი კალციფიცირებულია
  • გვირგვინი იწყებს ფორმირებას
  • ვითარდება ფესვი
  • და ბოლოს, კბილები ამოსვლას იწყებს

 

ამოჭრის ნიშნები

პირის ღრუს ჯანმრთელობის ფონდის თანახმად, შესაძლებელია სიბრძნის კბილების ამოჭრისას გარკვეული ტკივილი და დისკომფორტი განიცადოთ, მაგრამ ეს მხოლოდ კბილების სრულად ამოსვლამდე გაგრძელდება. ზოგიერთს საერთოდ არ აქვს სიმპტომი. ზოგს კი სიბრძნის კბილი სულაც არ აქვს, ანუ ისინი უბრალოდ არასდროს ამოიჭრება.

 

ამოღების მიზეზები

British Journal of General Practice-მა აღმოაჩინა, რომ 70 წელზე უფროსი ასაკის ადამიანთა 80%-ს სიბრძნის კბილების ამოღება სჭირდება. ამ შემთხვევაში, ციფრები სულაც არ გვატყუებენ.

 

ყველაზე გავრცელებული მიზეზები ექსტრაქციისათვის: 

  • პროფილაქტიკური ზომები - იმისათვის, რომ პირის ღრუ არ იყოს გადატვირთული საჭიროა ექსტრაქცია, ასე თავიდან აიცილებთ ნადების დაგროვებას, კბილების დაშლას ან ღრძილების დაავადებას.
  • კბილს არ შეუძლია ღრძილების გარღვევა ან/და დაზიანებულია, რაც იწვევს ტკივილს, შეშუპებას და ინფექციას.

 

გონივრული იქნება სიბრძნის კბილის ამოღება, როცა ეს რეკომენდირებულია ექიმის მიერ. ბრიტანული ჟურნალის ზოგადი პრაქტიკის კვლევის თანახმად, სიბრძნის კბილების დატოვებამ შეიძლება გამოიწვიოს პერიკორონიტი, ინფექცია ნაწილობრივ ამოსული კბილის ირგვლივ არსებულ ქსოვილებში. შესაძლებელია, დაზიანდეს ახლომდებარე კბილის ფესვებიც, რაც საბოლოოდ, რიგ შემთხვევებში, სიმსივნესაც კი წვევს. ასე რომ, მოუსმინეთ თქვენს სტომატოლოგს!

 

როდის უნდა მიმართოთ სტომატოლოგს?

თუ რეგულარულად დადიხართ პრევენციულ ვიზიტებზე, თქვენ უკვე ნახევარი საქმე შესრულებული გაქვთ. ასე ექიმი აკონტროლებს თქვენს მესამე მოლარებს, თუ მათი ამოღება საჭიროა ექიმი თავად დანიშნავს პროცედურას.

როცა დრო დადგება, თქვენი სიბრძნის კბილები ამოვა და შესაძლოა მათი ამოღება გახდეს საჭირო. ესაუბრეთ თქვენს სტომატოლოგს, მიმართეთ მას ნებისმიერი კითხვით და ჩაიტარეთ პრევენციული დათვალიერება, რათა თავიდან აიცილოთ შემდგომი გართულებები.


კომენტარები

სხვა პოსტი