პოსტი ციფრული ორთოდონტია

ციფრული ორთოდონტია

ზრდასრულ პაციენტებში ორთოდონტიული მკურნალობა სწრაფი, ხელმისაწვდომი და ინდივიდუალურ შემთხვევებზე მორგებული მკურნალობის ფართო სპექტრის წყალობით უფრო და უფრო აქტუალური ხდება. თანამედროვე ორთოდონტია, უახლესი ციფრული ტექნოლოგიებისა და მეთოდოლოგიის საშუალებით, ჯანსაღი და თავდაჯერებული  ღიმილის მიღების შესაძლებლობას უმოკლეს დროში, იდეალური სიზუსტით იძლევა. ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრის მისიაც ესაა: აჩუქოს პაციენტებს თავდაჯერებული ღიმილი, ნაკლები დისკომფოტრითა და მთელი მკურნალობის პროცესის განმავლობაში ზრუნვის გარანტიით.

სულ რამდენიმე წელია გაჩნდა ტერმინი - ციფრული ორთოდონტია, რაც თავის თავში გულისხმობს ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებას დიაგნოსტიკის, მკურნალობის დაგეგმარებისა და იმპლემენტაციის პროცესში. ციფრული ორთოდონტიული მკურნალობა მეტად ზუსტი და ეფექტურია, ამცირებს მკურნალობის დროს და შედეგად, თქვენ იღებთ ჯანსაღ - საოცნებო ღიმილს.

 

რა არის 3D ორთოდონტიული სკანერი?

ციფრული ინტრაორალური სკანერი iTero ციფრული ორთოდონტიის ბოლო თაობის აპარატია, რომელიც მკურნალობის პროცესს ბევრად კომფორტულს ხდის როგორც პაციენტის, ისე ექიმისთვისაც.

iTero სკანერი შექმნილია იმისთვის, რომ უზრუნველყოს სიჩქარე, სიზუსტე და საიმედოობა. აპარატის შესაძლებლობები ექიმისთვის უზუსტესი დიაგნოზის დასმისა და მკურნალობის დაგეგმვის შესაძლებლობას იძლევა. მეორეს მხრივ, პაციენტს:

  • სერვისის მისაღებად ნაკლები დრო სჭირდება (სკანირება ნაცვლად ანაბეჭდის აღების პროცედურისა)
  • გარანტირებული სიზუსტით შეუძლია პირის ღრუს 3D ვიზუალის ხილვა ეკრანზე
  • სკანირებული ფაილი ავტომატურ რეჟიმში იტვირთება ბაზაში.

კლინიკიდან გაუსვლელად, პაციენტს შეუძლია ნახოს, როგორ იქნება შედეგი ბრეკეტებით მკურნალობის ბოლოს.

იმისათვის, რომ ექიმმა და პაციენტმა შეაფასონ პირის ღრუს მდგომარეობა, აღმოაჩინონ დარღვევები და შედგეს მკურნალობის გეგმა, ექიმი ატარებს პირის ღრუს სკანირებას iTero სკანერის მეშვეობით, რომელიც საქართველოში პირველად, ჩვენს კლინიკაში გამოიყენება. iTero ციფრულად აღბეჭდავს კბილებისა და ღრძილების სტრუქტურას უახლესი ოპტიკური ტექნოლოგიის გამოყენებით. სკანერი არის კომპაქტური და მოსახერხებელი. პირის ღრუს სრულ სკანირებას სულ ორი-სამი წუთი სჭირდება, შედეგად კი პაციენტის კბილებისა და რბილი ქსოვილების სრულყოფილი, 3D გამოსახულება ეკრანზე გამოისახება.  პაციენტსა და ექიმს აქვთ საშუალება დეტალურად დაათვალიერონ პირის ღრუს 3D მოდელი „თაჩ სქრინის“ დახმარებით კონსულტაციაზევე და განიხილონ არსებული დარღვევები. iTero სკანერს ჩვენ ვიყენებთ ნებისმიერი ორთოდონტიული მკურნალობის დროს, მათ შორის ინვიზალაინით - უხილავი კაპებით მკურნალობისას.

ამ სკანერის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ საშუალებას გვაძლევს (ჯერ კიდევ მკურნალობის დაწყებამდე) ვიხილოთ პაციენტის მკურნალობის შედეგის სიმულაცია, რათა მან ვიზუალურად წარმოიდგინოს, როგორი შეიძლება იყოს მისი ჯანსაღი ღიმილი ორთოდონტიული მკურნალობის შემდეგ.

 

რა არის სამგანზომილებიანი ტომოგრაფიის აპარატი?

Planmeca ProMax® 3D Plus ულტრათანამედროვე სამგანზომილებიანი ტომოგრაფიის აპარატია, რომელიც ექიმს საშუალებას აძლევს დიდი გაფართოებით დაინახოს სახსრები, ყბები და სასუნთქი გზები. აპარატის უპირატესობაა მისი მინიმალური და სრულად უსაფრთხო დასხივების სიხშირე როგორც ზრდასრულების, ისე პატარა პაციენტებისთვის . ამასთან, 3D ტომოგრაფიის აპარატი მთლიანად ერგება პაციენტს, რაც გამოკვლევას კიდევ უფრო სწრაფს, უსაფრთხოს და კომფორტულს ხდის. სამგანზომილებიანი აპარატი ერთი გადაღებით მოიცავს როგორც ზედა და ქვედა ყბას, ასევე მარჯვენა და მარცხენა სახსარს.

 

რა არის Invisalign?

ინვიზალაინი თითქმის უხილავი, გამჭვირვალე, მოსახსნელი კაპებია, რომლებიც ღიმილის სრული ტრანსფორმაციის საშუალებას 3D ვიზუალიზაციის ინოვაციური ტექნოლოგიის გამოყენებით, კომპიუტერული მოდელირებისა და ინდივიდუალური პარამეტრების მიხედვით იძლევა. ეს ორთოდონტიაში დანერგილი ბოლო თაობის, ბრეკეტ-სისტემის შემცვლელი აპარატია და სრულად მომხმარებლის კომფორტზეა მორგებული. ჩვენს კლინიკაში ინვიზალაინით მკურნალობას მისი სერტიფიცირებული ორთოდონტი, ნინო ბერიძე ატარებს.

ინვიზალაინის ბრეკეტები SmartTrack - უმაღლესი ხარისხის სპეციალური სამედიცინო, კომფორტული და გამძლე პლასტმასითაა დამზადებული, რომელიც ზუსტად ერგება კბილებს და ყველანაირი მეტალის დანამატების გარეშე გაასწორებს თანკბილვას. ელაინერები სხვადასხვა სირთულის ორთოდონტიულ პრობლემას უმკლავდება და ერთადერთია, რომელიც რთული თანკბილვის ანომალიებსაც კი ასწორებს, თანაც ნაკლები დისკომფორტით. უხილავი ინვიზალაინით მკურნალობისას მცირდება ექიმთან ვიზიტების რაოდენობა და მკურნალობის დრო, მცირდება ვიზუალური დისკომფორტი და მარტივდება კვებისა და ჰიგიენური პროცედურების პროცესი, ვინაიდან ამ დროს კაპების მოხსნაა შესაძლებელი.

ჩვენთან ინვიზალაინით მკურნალობა რამდენიმე ეტაპს მოიცავს:

პირველი საფეხური დიაგნოსტიკაა - ექიმი აფასებს პაციენტის პირის ღრუს მდგომარეობას. დიაგნოსტიკისათვის გამოიყენება - iTero სკანერი, რომელიც სულ რაღაც 2-3 წუთში ასახავს პირის ღრუს 3D მოდელს „თაჩსქრინზე“. პაციენტი ექიმთან ერთად დეტალურად ათვალიერებს საკუთარ პირის ღრუს, განიხილავს არსებულ პრობლემებს, ხოლო ექიმი სრული სიზუსტით დასახავს მკურნალობის გეგმას. iTero-ს საშუალებით შესაძლებელია ინვიზალაინით მკურნალობის შედეგის წინასწარ, პირველივე ვიზიტზე ნახვა. ექიმი შეუკვეთავს უნიკალურ ინვიზალაინის ბრეკეტების სერიას, რომელშიც 12-მდე კაპა იქნება, რათა ეტაპობრივად მოხდეს კბილების გადაადგილება მკურნალობის გეგმის შესაბამისად.

შემდეგ ვიზიტზე პაციენტი მიიღებს დამზადებული ელაინერების სერიას და მოირგებს პირველ კაპას.

ახლა, პროცესის წარმატება მხოლოდ პაციენტზეა დამოკიდებული. კაპები პაციენტს დღეში 20-22 საათის განმავლობაში უნდა ეკეთოს და მოიხსნას მხოლოდ კვებისა და ჰიგიენური პროცედურების დროს. პერიოდულად, 6-8 კვირის ინტერვალით კი ექიმთან ვიზიტებია საჭირო, რომლის დროსაც ის მკურნალობის პროგრესს შეაფასებს. ელაინერები გადააადგილებენ კბილებს მკაცრად კონტროლირებადი და სინქრონიზებული მოძრაობებით. ყოველ ეტაპზე მხოლოდ განსაზღვრული კბილები მოძრაობს, დაგეგმილი პროცესიდან გამომდინარე. ინვიზალაინით მკურნალობა საშუალოდ 6-დან 18 თვემდე გრძელდება და ეს პერიოდი შემთხვევის სირთულით განისაზღვრება.

 

მკურნალობა სრულდება მას შემდეგ, რაც პაციენტი ყველა ელაინერს გამოიყენებს. მკურნალობის დასასრულს, ღამით რეტეინერების გაკეთებაა საჭირო, პერიოდულად, ექიმის რეკომენდაციით, მათი ტარება დღისითაც საჭიროა.

 

ნბ ორთოდონტთა გუნდი ზრუნავს თქვენზე - თქვენი თავდაჯერებული ღიმილისთვის.


კომენტარები

სხვა პოსტი