პოსტი პირის ღრუს ანატომია ანუ რამდენი კბილი გვაქვს?

პირის ღრუს ანატომია ანუ რამდენი კბილი გვაქვს?

 

იცით რამდენი კბილი გაქვთ? ეს კითხვა ალბათ ყველას გასჩენია,  ზოგმა პასუხი ზუსტად იცის, უმეტესობისათვის კი ეს თემა მეტად ბუნდოვანია,ა მიტომ ჩვენ ამ თემას თქვენთან ერთად ჩავუღრმავდებით. სინამდვილეში, კბილების რაოდენობა დამოკიდებულია ორ ფაქტორზე: ასაკსა და გარკვეული დაავადებების არსებობაზე. როგორც მოგეხსენებათ, ბავშვებსა და მოზრდილებს აქვთ კბილების სხვადასხვა ნაკრები და მათი რაოდენობა განსხვავებულია. განვიხილოთ განსხვავება ბავშვთა და ზრდასრულ კბილებს შორის, მიმოვიხილოთ პირობები, რომლებმაც შესაძლოა გავლენა იქონიოს კბილების რაოდენობაზე.

 

ბავშვის კბილები

ბავშვებში კბილების ამოჭრა იწყება დაახლოებით ექვსი თვის ასაკიდან. ეს პირველი კბილები ცნობილია, როგორც სარძევე კბილები ან პირველადი კბილები. მოგეხსენებათ, ისინი საბოლოოდ მოიცვლებიან და ზრდასრული კბილებით ჩანაცვლდებიან.

 

რამდენი კბილი აქვთ ბავშვებს?

ბავშვებს 20 სარძევე კბილი აქვთ. ეს მოიცავს 10 კბილს ზედა და 10-ს ქვედა ყბაზე. 20-ვე მათგანი, როგორც წესი, სრულად ამოდის სამ წლამდე და ასრულებენ „ადგილის შემნახველთა“ როლს მუდმივი კბილებისთვის, რომლებიც სარძევე კბილების ამოვარდნის შემდეგ ამოდის. დაახლოებით ექვსი წლის ასაკში ბავშვების უმეტესობა იწყებს სარძევე კბილების დაკარგვას. ეს პროცესი გრძელდება მანამ, სანამ ბავშვები ადრეულ მოზარდობას მიაღწევენ.

 

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სარძევე კბილებს ისეთივე მოვლა სჭირდება, როგორც მუდმივებს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი დროებითი კბილებია. პირის ღრუს მოვლის რუტინა უნდა დაიწყოს ბავშვის პირველი კბილის ამოსვლამდე. ამ დროს პატარს ღრძლები იწმინდება სუფთა, რბილი, ნამიანი ქსოვილით. პირველი კბილის ამოსვლის შემდეგ მშობლებს შეუძლიათ კბილის გახეხვა ბავშვის კბილის ჯაგრისით და ცოტაოდენი, შესაფერისი კბილის პასტით.

 

რამდენი კბილი აქვთ მოზრდილებს?

მუდმივი კბილების ამოსვლისას პირის ღრუში მეტი ადგილია, შესაბამისად მეტი კბილი ამოდის. მოზრდილების უმეტესობას 32 კბილი აქვს, რაც 12 კბილით მეტია ვიდრე ბავშვებს! ამ 32 კბილს შორის არის 8 საჭრელი, 4 ეშვი, 8 პრემოლარი და 12 მოლარი, მათ შორის 4 სიბრძნის კბილი. მოზრდილებში ძალიან ხშირია სიბრძნის კბილების ამოღება, რადგან ხშირად მათ სწორად განვიტარებისა და ამოჭრისათვის ადგილი არ აქვთ. ადამიანების უმეტესობას მუდმივი კბილების სრული ნაკრები უკვე თინეიჯერობის ასაკში სრულად აქვს.

 

პირობები, რომლებიც გავლენას ახდენენ კბილების რაოდენობაზე

კბილის ნაადრევი დაკარგვა მეტად გავრცელებულია. პაროდონტის ანუ ღრძილების დაავადებები კი ძირითადი მიზეზია, რის გამოც მოზრდილები კბილებს კარგავენ. საბედნიეროდ, პრევენცია შესაძლებელი და მარტივია - იგი მოიცავს დღეში ორჯერ კბილების გამოხეხვასა და ძაფით წმენდას, ექიმის დანიშნულებით სავლების გამოყენებასა და სტომატოლოგთან პრევენციულ ვიზიტებს.

 

კბილის დაკარგვის სხვა მიზეზებია:

 

  • კარიესი
  • ექტოდერმული დისპლაზია (გენეტიკური დაავადება, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს კბილებზე)
  • კუჭ-ნაწლავის რეფლუქსი (კბილის მძიმე ეროზია, რომელიც იწვევს კუჭის მჟავას პირის ღრუში მოხვედრას)

 

კბილის დაკარგვის გარდა, ასევე არსებობს მდგომარეობა, რომელსაც ეწოდება კბილის აგენეზი - კბილების ნაკლებობა პირში. ამ დროს, შესაძლოა პირის ღრუში არც ერთი კბილი არ ამოიჭრას ან დაფიქსირდეს 1-დან 6 ან მეტი კბილის ნაკლებობა. ეს მდგომარეობა გენეტიკურია და საკმაოდ იშვიათია.

 

ასევე არის გარემოებები, როცა პრის ღრუში ზედმეტი კბილი ამოდის. ყველაზე გავრცელებული ტიპი არის დამატებითი საჭრელები, რომელებიც მდებარეობს ორ ცენტრალურ საჭრელს შორის.

 

ახლა თქვენ იცით რამდენი კბილი გვაქვთ! როგორც წესი, ბავშვებს აქვთ 20 კბილი, მოზრდილებს კი 32 (28 თუ სიბრძნის კბილები ამოღებულია). გახსოვდეთ, რომ თითოეულ მათგანს სჭირდება თქვენი მოვლა, მათ შორის სარძევე კბილებსაც. არის შემთხვევები, როდესაც კბილების რაოდენობა იცვლება, რაც გამოწვეულია კბილების დაკარგვით, კბილის აგენეზიით ან ზედმეტი კბილებით. ამიტომ დაიცავით პირის ღრუს ჰიგიენა რამდენი კბილიც არ უნდა გქონდეთ. ეს დაგეხმარებათ დარწმუნდეთ, რომ თქვენი კბილები ჯანმრთელობა დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნდება.

 

 

 

 

 

 


კომენტარები

სხვა პოსტი