მოგესალმებით ნინო ბერიძის ორთოდონტიულ ცენტრში
ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრი საოჯახო, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სტომატოლოგიური კლინიკაა. ჩვენი ისტორია 2010 წლიდან იწყება და მუდმივი პროფესიული, ისევე როგორც სერვისის ხარისხის, ზრდის საამაყო მაგალითია.
ორთოდონტიული ცენტრი ჯერ კიდევ 2010 წელს ექიმმა-ორთოდონტმა ნინო ბერიძემ დააარსა. მისი პროფესიული სტაჟი დღეს უკვე 22 წელს ითვლის. დაარსებიდანვე კლინიკა ზრდა-განვითარებაზე იყო ორიენტირებული. კლინიკის მოტო „თანამედროვე ტექნოლოგიები საუკეთესო შედეგისათვის“ ნათლად ასახავს განვითარების იმ მიმართულებას, რომელიც გუნდის ყველა წევრისათვის საერთოა. 2018 წლის მაისში ორთოდონტიული ცენტრი ახალ, ბოლო თაობის ტექნოლოგიებით აღჭურვილ ოფისში გადავიდა და მას შემდეგ, ტექნოლოგიურ და პროფესიულ განვითარებას ფეხდაფეხ მიჰყვება.
კლინიკის მთავარი მიმართულება ორთოდონტიაა, მიუხედავად ამისა, ცენტრი მომხმარებელს სთავაზობს სტომატოლოგიური მომსახურების სრულ სპექტრს, ამიტომ ოჯახის ყველა წევრის სტომატოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილება აქ ერთ სივრცეშია შესაძლებელი. გუნდი დაკომპლექტებულია ყველა სტომატოლოგიური მიმართულების პროფესიონალებით. ისინი, თავის მხრივ, სამედიცინო კონფერენციებისა და მასტერ-კლასების, როგორც ხშირი მონაწილეები, ისე ორგანიზატორები არიან. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ სტომატოლოგიის უმნიშვნელოვანესი ასპექტი - ადაპტაცია და პროცედურისათვის პაციენტის ფსიქოლოგიური მზაობა ყველა ექიმის პრიორიტეტია. აქ მოსულ მომხმარებელს ხვდება კეთილგანწყობილი გუნდი, რომელიც მომართულია თვითგანვითარებაზე და მომხმარებლისათვის უმაღლესი ხარისხის, უნაკლო სერვისის მიწოდებაზე.
ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრს შვილობილი კლინიკა აქვს, რომელიც მხოლოდ არასრულწლოვან პაციენტებს ემსახურება. ბავშვთა სტომატოლოგიური ცენტრი 18 წლამდე პაციენტებს იღებს. აქ ნებისმიერი მიმართულების სტომატოლოგიური დახმარების მიღებაა შესაძლებელი.
ვინაიდან სფერო სწრაფად განვითარებადია, უახლესი ტექნოლოგიები და თანამედროვე მიდგომა ის ინვესტიციაა, რომელიც უზრუნველყოფს ნაკლები დისკომფორტით, მეტი სიზუსტითა და, შესაბამისად, უმაღლესი შედეგით მკურნალობის წარმოებას. დღეს კლინიკაში მოსულ პაციენტს მკურნალობის პირველ და უმნიშვნელოვანეს - დიაგნოსტიკის ეტაპზე, ვთავაზობთ:
itero ინტრაორალური სკანერით პირის ღრუს სრულ დათვალიერებას. ციფრული სკანერი აღბეჭდავს კბილებისა და ღრძილების სტრუქტურას უახლესი ოპტიკური ტექნოლოგიის გამოყენებით. არის კომპაქტური და მოსახერხებელი. პირის ღრუს სრულ სკანირებას სულ ორი-სამი წუთი სჭირდება, შედეგად, პაციენტის კბილებისა და რბილი ქსოვილების სრულყოფილი, 3D გამოსახულება ეკრანზე გამოისახება. პაციენტსა და ექიმს აქვთ საშუალება დეტალურად დაათვალიერონ პირის ღრუს 3D მოდელი „თაჩ სქრინის“ დახმარებით კონსულტაციაზევე და განიხილონ არსებული დარღვევები. iTero სკანერს ჩვენ ვიყენებთ ნებისმიერი ორთოდონტიული, მათ შორის, ინვიზალაინით - უხილავი კაპებით მკურნალობის დროს. სკანერის მთავარი უპირატესობა, ჯერ კიდევ მკურნალობამდე, შედეგის სიმულაციის ხილვის შესაძლებლობაა. პაციენტი ვიზუალურად ხედავს როგორი შეიძლება იყოს მისი ღიმილი ორთოდონტიული მკურნალობის შემდეგ.
დიაგნოსტიკისათვის ასევე ვიყენებთ Planmeca ProMax® 3D Plus - ის ულტრათანამედროვე 3D ტომოგრაფიის აპარატს. უმაღლესი გარჩევადობის მქონე სურათის წყალობით შესაძლებელია ურთულესი შემთხვევების ზუსტი ასახვა და ეფექტური მკურნალობის დაგეგმვა. ამასთან, Planmeca ProMax® გამოირჩევა დასხივების მინიმალური სიხშირით, რაც მას სრულად უსაფრთხოს ხდის ბავშვებისთვისაც კი.
კლინიკის ტექნოლოგიური განვითარებისა და განსაკუთრებით რთული შემთხვევების სამკურნალოდ კლინიკაში ფუნქციონირებს ულტრათანამედროვე მიკროსკოპი CJ Optik Advanced. აპარატი მოწინავეა დენტალურ მიკროსკოპთა შორის. მკურნალობა მიკროსკოპის ქვეშ რადიკალურად განსხვავდება ტრადიციულისგან. მიკროსკოპი უერთდება მონიტორს და ყველა მანიპულაცია თვალსაჩინო ხდება, ამიტომ, ასისტენტი უფრო დროულად ეხმარება ექიმს. მიკროსკოპი კბილს, დაახლოებით, 30-ჯერ ადიდებს, რაც საშუალებას იძლევა მკურნალობისას კბილი მაქსიმალურად შენარჩუნდეს, აღმოჩენილ იქნას მცირე ბზარები და კარიესული კერები ადრეულ სტადიაზე. მკურნალობის დასრულების შემდეგ მნიშვნელოვანი სურათები, ფოტოდოკუმენტაციის სახით, ინახება არქივში.
ჩვენი პაციენტების სრული კომფორტისათვის, ტექნოლოგიების დახმარებით, კლინიკაში ვირტუალურად მოგზაურობაც შესაძლებელია. ვიზიტამდე, სახლიდან, კაბინეტებისა და აპარატურის დათვალიერება კომფორტულია. ვირტუალური ტურით იხილავთ კლინიკის გარე ფასადსაც, ასე, ჩვენთან მოსვლა უფრო გაგიადვილდებათ. ვირტუალურ ტურში ჩართვა ჩვენი საიტიდან - orthodont.ge ან ლინკზე: https://bit.ly/3TwtXHf გადასვლითაა შესაძლებელი.
ჩვენს მიმართ ნდობა მაღალი კლასის პროფესიონალიზმმა, პაციენტის პრობლემის მიმართ კომპლექსურმა მიდგომამ და ახალი ტექნოლოგიების დანერგვამ განაპირობა, რადგან ჩვენ ვიცით, რომ უახლესი ტექნოლოგიები საუკეთესო შედეგის გარანტიაა. ჩვენი გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის დასტური კი ისაა, რომ ადამიანები წლების განმავლობაში გვანდობენ ყველაზე ძვირფასს - თავიანთ და თავიანთი ოჯახის წევრების ჯანმრთელობას.