ხშირი სტომატოლოგიური შიშები და როგორ დავძლიოთ ისინი?
ზოგიერთი ადამიანისთვის სტომატოლოგთან ვიზიტზე გაფიქრება უფრო საშიშია, ვიდრე საშინელებათა ფილმის ყურება. სტომატოლოგიური მანიპულაციების შიშით გამოწვეულმა შფოთვამ შეიძლება ხელი შეუშალოს თქვენი პირის ღრუს მოვლის საუკეთესო გზას. კვლევამ აჩვენა, რომ იმ ადამიანების 24%-მა, რომელთაც სტომატოლოგიური იმპლანტი ესაჭიროებათ და სურთ კიდეც მისი გაკეთება, შიშის გამო უარი განაცხადეს მკურნალობაზე. თუ გარკვეული სტომატოლოგიური მანიპულაციის გეშინიათ, თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს - სტომატოლოგთან ვიზიტი, არც ისე საშიში პროცესია, როგორც თქვენ გგონიათ. სედაციისა და ტკივილის მართვის თანამედროვე მიღწევებით ჩვეულებრივი სტომატოლოგიური პროცედურები, როგორიცაა ფესვის არხებითან მუშაობა, შეიძლება სრულად უმტკივნეულო იყოს.
1. სიბრძნის კბილები
რაც შეეხება სიბრძნის კბილის ამოღებას, პაციენტების უმეტესობისათვის ეს ძალიან უსიამოვნო, საშიშ პროცესთან ასოცირდება, მაგრამ საშინელი სცენარი, რომელიც მათ წარმოუდგენიათ, უკვე მოძველებულია! დღეს მანიპულაციის ჩატარებისას გაუსაძლის ტკივილზე ნერვიულობა უსაფუძვლოა, რადგან სტომატოლოგების უმეტესობა გვთავაზობს სედაციური საშუალებების მრავალფეროვან არჩევანს, რიგ შემთხვევებში, ზოგად ანესთეზიასაც კი, რათა პროცედურა მაქსიმალურად კომფორტული იყოს.
პროცედურის შემდგომი, აღდგენის პროცესიც, არც ისე ცუდია. მარლა, ყინულის პაკეტი და ტკივილგამაყუჩებელი, ბევრი დასვენება - სასიამოვნო ფილმები და სერიალები, მხოლოდ ეს არის და ეს. სავარაუდოდ, ოპერაციიდან მესამე დღეს თავს უკეთესად იგრძნობთ, ხოლო სისხლდენა, რომელიც პროცედურის შემდგომ ხშირი მოვლენაა, ერთი კვირის განმავლობაში სრულად უნდა გაქრეს.
მართალია, სიბრძნის კბილის ამოღება მცირე ტკივილთანაა დაკავშირებული, თუმცა ეს არ არის ისეთი დისკომფორტი, რომელსაც ვერ გაუძლებთ.
თუ სიბრძნის კბილები გაწუხებთ, ეს რუტინული ამბულატორიული პროცედურა დაგეხმარებათ გააუმჯობესოთ თქვენი ყოველდღიური ცხოვრება. ამიტომ ღირს!
2. ფესვის არხის მკურნალობა
ყველას სმენია ფესვის არხის შესახებ. ფილმებში, ტელევიზიაში და ზოგადად პოპ კულტურაში არხის მჯურნალობა მოხსენებულია, როგორც ყველაზე მტკივნეული პროცედურა. თქმულებებისა და ლეგენდების გამო ძალიან ბევრ პაციენტს ეშინია ამ სტომატოლოგიური მანიპულაციის. სინამდვილეში, ფესვის არხები ტკივილის შესამსუბუქებლად არის განკუთვნილი - მტკივნეული, ღრმა კარიესული ღრუ ან აბსცესი თავისით ვერ გაქრება და მათ მკურნალობა ესაჭიროება. ყველა მითი გაუსაძლისად მტკივნეული პროცედურის შესახებ ძველი ამბავია. დღეს, გაუტკივარების დახმარებით ეს მარტივი პროცედურაა და კბილის დაბჟენასავით უმტკივნეულოც კი შეიძლება იყოს.
ფესვის არხების მკურნალობას რამდენიმე საათი შეიძლება დასჭირდეს, რადგან სტომატოლოგი ფრთხილად და ეტაპობრივად მუშაობს, მაგრამ სწორედ ეს დისკომფორტი მომავალში თავიდან აგაცილებთ ტკივილს. სტომატოლოგთან ვიზიტისას თან იქონიეთ უსადენო ყურსასმენები მუსიკის მოსასმენად ან აუდიო წიგნი, რათა პროცედურამ სწრაფად და თქვენთვის ორმაგად ნაყოფიერად ჩაიაროს.
3. დენტალური იმპლანტები
სტომატოლოგიური იმპლანტის იდეაც კი ზოგიერთი ადამიანისთვის საშიშა. მაგრამ, როგორც კი პაციენტებს პროცედურის შესახებ მეტი ინფორმაცია აქვთ, მათი შიში ჩვეულებრივ მცირდება. მკურნალობის პროცესი იწყება ამოღებული კბილის ადგილზე ხელოვნური კბილის ფესვის ჩაყენებით. ეს არის პროცედურის ერთადერთი ქირურგიული ნაწილი, რომელიც გაუტკივარების ფონზე სულაც არ არის იმდენად მტკივნეული, რომ მიღებული შედეგის ვიზუალურსა და კვებით, თუ სხვა კომფორტზე უარი თქვათ.
ხშირად იმის ცოდნაც კი, რომ სტომატოლოგიური მანიპულაცია არც ისე საშიშია, ვერ გვეხმარება შიშისა და შფოთვის დაძლევაში. ესაუბრეთ თქვენს სტომატოლოგს, მათ შეუძლიათ თქვენთან ერთად შეიმუშაონ მიდგომა, რომელიც თავს უსაფრთხოდ და კომფორტულად გაგრძნობინებთ. ყოველი მომდევნო შეხვედრისას კი აღმოაჩენთ, რომ დისკომფორტი იკლებს და უკვე შეგიძლიათ ოდნავ უფრო ლაღად გაიღიმოთ.