თანამედროვე ორთოდონტიული ტექნოლოგიები თანამედროვე თაობისთვის
თანამედროვე სამყაროს მეცნიერული მიღწევები ორთოდონტიაშიც გარდამტეხ როლს თამაშობენ - ჯანსაღი და საოცნებო ღიმილის მიღებაც მეტად კომფორტული თავგადასავალია. საოცნებო ღიმილი მინიმალურ დროში, ნაკლები დისკომფორტითა და იდეალური შედეგით ის დაპირებაა, რომელსაც თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით ჩვენი ორთოდონტები ახალგაზრდა პაციენტებს სთავაზობენ, მათი ცხოვრების სტილისა და პრეფერენციების სრული გათვალისწინებით.
უხილავი ელაინერები ანუ გამჭვირვალე ბრეკეტები: ტრადიციული მეტალის ბრეკეტების გარდა, თანამედროვე ორთოდონტია თინეიჯერებს სთავაზობს უხილავ კაპებს - Invisalign. მოზარდებს კბილების გასწორება ახლა ვიზუალური დისკომფორტის გარეშე შეუძლიათ. ეს გამჭვირვალე, მოსახსნელი კაპები გვთავაზობს უფრო ესთეტიკური მკურნალობის გამოცდილებას, რაც საშუალებას აძლევს მოზარდს თავდაჯერებულად, სხვებისთვის თითქმის შეუმჩნევლად ჩაიტაროს ორთოდონტიული მკურნალობა.
თინეიჯერები ხშირად გამოირჩევიან მოუთმენლობით მაშინ, როცა ორთოდონტიული შედეგის დადგომას წლობით ლოდინი სჭირდება. საბედნიეროდ, უახლესი ორთოდონტიული სკანერი - iTero ამ პრობლემას აგვარებს. ჯერ კიდევ მკურნალობის დაწყებამდე, პაციენტს აქვს შესაძლებლობა წინასწარ იხილოს საკუთარი საოცნებო ღიმილის 3D ციფრული მოდელი. გარდა ამისა, მას აქვს შესაძლებლობა ნახოს როგორ გადაადგილდება მისი ყველა კბილი მკურნალობის პროცესში. ასე, ახალგაზრდებს ეძლევათ მოტივაცია უკეთ დაიცვან ექიმის რეკომენდაციები და მიიღონ მკურნალობის გეგმის შესაბამისი შედეგი.
თუ ადრე ორთოდონტთან ვიზიტისას ექიმს ტრადიციული გზებით უწევდა პირის ღრუს მოდელის შექმნა, რაც დიდ დისკომფორტთან ასოცირდებოდა პაციენტისთვის, დღეს iTero-ს დახმარებით 2-3 წამშია შესაძლებელი მთელი პირის ღრუს 3D მოდელის ეკრანზე ასახვა. ეს მოდელი „თაჩ სქრინის“ დახმარებით, თინეიჯერისთვის თვალსაჩინოს ხდის თუ რა პრობლემებია გადასაჭრელი მკურნალობისას. პროცესი სწრაფი, კომფორტული და სახალისოც კია.
ორთოდონტია განუწყვეტლივ ვითარდება ეფექტური და თინეიჯერებისათვის მისაღები მეთოდების შემუშავებისთვის. ეს ინოვაციები მხოლოდ ორთოდონტიული მკურნალობის ფუნქციურ ასპექტებს არ ეხება და პრიორიტეტს ანიჭებს დღევანდელი თინეიჯერების ესთეტიკურ პრეფერენციებსა და ცხოვრების წესს. ასე, მოზარდებს შეუძლიათ თავდაჯერებულად წამოიწყონ ორთოდონტიული მოგზაურობა, რადგან საოცნებო და ჯანსაღი ღიმილის მიღება არასოდეს ყოფილა ასეთი სახალისო და კომფორტული.