პოსტი ციფრული, ინტრაორალური სკანერი iTero

ციფრული, ინტრაორალური სკანერი iTero

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ციფრული ტექნოლოგიები რევოლუციური აღმოჩნდა ორთოდონტიისთვისაც.

სულ რამდენიმე წელია გაჩნდა ახალი ტერმინი - ციფრული ორთოდონტია, რაც თავის თავში გულისხმობს ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებას დიაგნოსტიკის, მკურნალობის დაგეგმარებისა და იმპლემენტაციის პროცესში. ციფრული სკანერი iTero კი ციფრული ორთოდონტიის ბოლო თაობის აპარატია, რომელიც მკურნალობის პროცესს ბევრად კომფორტულს ხდის როგორც პაციენტის, ისე ექიმისთვისაც.

iTero ინტრაორალური სკანერი შექმნილია იმისთვის, რომ უზრუნველყოს სიჩქარე, სიზუსტე და საიმედოობა. გამორჩეული ვიზუალიზაციის შესაძლებლობები ზოგადი პრაქტიკოსებისა და ორთოდონტებისთვის უზუსტესი დიაგნოზის დასმისა და მკურნალობის დაგეგმვის შესაძლებლობას იძლევა. მეორეს მხრივ, პაციენტს:

  • სერვისის მისაღებად ნაკლები დრო სჭირდება (სკანირება ნაცვლად ანაბეჭდის აღების პროცედურისა)
  • გარანტირებული სიზუსტით შეუძლია პირის ღრუს 3D ვიზუალის ხილვა ეკრანზე
  • სკანირებული ფაილი ავტომატურ რეჟიმში იტვირთება ბაზაში...
  • კლინიკიდან გაუსვლელად, პაციენტს შეუძლია ნახოს, როგორ იქნება შედეგი მკურნალობის ბოლოს.

 

იმისათვის, რომ ექიმმა და პაციენტმა შეაფასონ პირის ღრუს მდგომარეობა, აღმოაჩინონ დარღვევები და შედგეს მკურნალობის გეგმა, ექიმი ატარებს პირის ღრუს სკანირებას iTero სკანერის მეშვეობით, რომელიც საქართველოში პირველად, ჩვენს კლინიკაში გამოიყენება. iTero ციფრულად აღბეჭდავს კბილებისა და ღრძილების სტრუქტურას უახლესი ოპტიკური ტექნოლოგიის გამოყენებით. სკანერი არის კომპაქტური და მოსახერხებელი. პირის ღრუს სრულ სკანირებას სულ ორი-სამი წუთი სჭირდება, შედეგად კი პაციენტის კბილებისა და რბილი ქსოვილების სრულყოფილი, 3D გამოსახულება ეკრანზე გამოისახება.  პაციენტსა და ექიმს აქვთ საშუალება დეტალურად დაათვალიერონ პირის ღრუს 3D მოდელი „თაჩ სქრინის“ დახმარებით კონსულტაციაზევე და განიხილონ არსებული დარღვევები. iTero სკანერს ჩვენ ვიყენებთ ნებისმიერი ორთოდონტიული მკურნალობის დროს, მათ შორის ინვიზალაინით - უხილავი კაპებით მკურნალობისას.


ამ სკანერის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ საშუალებას გვაძლევს (ჯერ კიდევ მკურნალობის დაწყებამდე) ვიხილოთ პაციენტის მკურნალობის შედეგის სიმულაცია, რათა მან ვიზუალურად წარმოიდგინოს, როგორი შეიძლება იყოს მისი ღიმილი ორთოდონტიული მკურნალობის შემდეგ.

„ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრი“ გთავაზობთ საქართველოში პირველი, ბოლო თაობის iTero სკანერით დიაგნოსტიკას მეტი სიზუსტისა და კომფორტისათვის.

 


კომენტარები

სხვა პოსტი