რა არის Invisalign?
თანამედროვე საზოგადოება ცხოვრების სწრაფი ტემპებიდან და სილამაზის ახალი სტანდარტებიდან გამომდინარე სტომატოლოგიის მუდმივ განვითარებას მოითხოვს. მინიმალური დისკომფორტი, მკურნალობის შემცირებული დრო და იდეალური შედეგი არის ის, რასაც დღეს სტომატოლოგთან მისული ყველა პაციენტი ელოდება. ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრი პაციენტის მოთხოვნაზე ორიენტირებული კლინიკაა, სწორედ ამიტომ, ჩვენ ინვიზალიანის (Invisalign) პროვაიდერები ვართ.
ინვიზალიანი თითქმის უხილავი, გამჭვირვალე, მოსახსნელი კაპებია, რომლებიც ღიმილის სრული ტრანსფორმაციის საშულებას 3D ვიზუალიზაციის ინოვაციური ტექნოლოგიის გამოყენებით, კომპიუტერული მოდელირებისა და ინდივიდუალური პარამეტრების მიხედვით გაძლევთ. ეს ორთოდონტიაში დანერგილი ბოლო თაობის, ბრეკეტ-სისტემის შემცვლელი აპარატია და სრულად მომხმარებლის კომფორტზეა მორგებული. ჩვენს კლინიკაში ინვიზალიანით მკურნალობას მისი სერტიფიცირებული ორთოდონტი, ნინო ბერიძე ატარებს.
ინვიზალიანის ბრეკეტები SmartTrack - უმაღლესი ხარისხის სპეციალური სამედიცინო, კომფორტული და გამძლე პლასტმასითაა დამზადებული, რომელიც ზუსტად მოერგება თქვენს კბილებს და ყველანაირი მეტალის დანამატების გარეშე გაასწორებს თანკბილვას. ელაინერები სხვადასხვა სირთულის ორთოდონტიულ პრობლემას უმკლავდება და ერთადერთია, რომელიც რთული თანკბილვის ანომალიებსაც კი ასწორებს, თანაც ნაკლები დისკომფორტით. უხილავი ინვიზალაინით მკურნალობისას თქვენ ექიმთან ვიზიტების რაოდენობასა და მკურნალობის დროს შეამცირებთ, განიცდით ნაკლებ ვიზუალურ დისკომფორტს და გაიმარტივებთ კვებისა და ჰიგიენური პროცედურების პროცესს, ვინაიდან ამ დროს, თქვენ კაპების მოხსნის შესაძლებლობა გექნებათ.
ჩვენთან ინვიზალაინით მკურნალობა რამდენიმე ეტაპს მოიცავს:
- პირველი საფეხური დიაგნოსტიკაა - ექიმი შეაფასებს თქვენი პირის ღრუს მდგომარეობას. დიაგნოსტიკისათვის ჩვენ ვიყენებთ ბოლო თაობის ციფრულ - iTero სკანერს, რომელიც სულ რაღაც 2-3 წუთში ასახავს თქვენი პირის ღრუს 3D მოდელს „თაჩსქრინზე“. თქვენ ექიმთან ერთად დეტალურად დაათვალიერებთ საკუთარ პირის ღრუს, განიხილავთ არსებულ პრობლემებს, ხოლო ექიმი სრული სიზუსტით დასახავს მკურნალობის გეგმას. iTero-ს საშუალებით თქვენ შეძლებთ ინვიზალაინით მკურნალობის შედეგი წინასწარ, პირველივე ვიზიტზე იხილოთ. ექიმი შეუკვეთავს უნიკალურ, მხოლოდ თქვენზე მორგებულ ინვიზალაინის ბრეკეტების სერიას, რომელშიც 12-მდე კაპა იქნება, რათა ეტაპობრივად მოხდეს კბილების გადაადგილება მკურნალობის გეგმის შესაბამისად.
- შემდეგ ვიზიტზე თქვენ მიიღებთ დამზადებული ელაინერების სერიას და მოირგებთ პირველ კაპას.
- ახლა, პროცესის წარმატება მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. კაპები დღეში 20-22 საათის განმავლობაში უნდა ატაროთ და მოიხსნათ მხოლოდ კვებისა და ჰიგიენური პროცედურების დროს. პერიოდულად, 6-8 კვირის ინტერვალით კი ექიმთან ვიზიტებია საჭირო, რომლის დროსაც ის მკურნალობის პროგრესს შეაფასებს და გადმოგცემთ ელაინერების შემდეგ კომპლექტს. ელაინერები გადააადგილებენ კბილებს მკაცრად კონტროლირებადი და სინქრონიზებული მოძრაობებით. ყოველ ეტაპზე მხოლოდ განსაზღვრული კბილები მოძრაობს, დაგეგმილი პროცესიდან გამომდინარე. ინვიზალაინით მკურნალობა საშუალოდ 6-დან 18 თვემდე გრძელდება და ეს პერიოდი შემთხვევის სირთულით განისაზღვრება.
- მკურნალობა სრულდება მას შემდეგ, რაც თქვენ ყველა ელაინერს გამოიყენებთ. მკურნალობის დასასრულს, ღამით რეტეინერების გაკეთებაა საჭირო, პერიოდულად, ექიმის რეკომენდაციით, მათი ტარება დღისითაც მოგიწევთ.
- საბოლოოდ, ინვიზალაინისა და ჩვენი პროფესიონალთა გუნდის დახმარებით, თქვენ მიიღებთ უნაკლო ღიმილსა და ჯანმრთელ პირის ღრუს.