პოსტი თანკბილვის 7 გავრცელებული პრობლემა ბავშვებში

7 გავრცელებული თანკბილვის პრობლემა ბავშვებშითანკბილვა, ეს არის ზედა და ქვედა ყბის კბილების სწორი შეთანასოვნება. თანკბილვას დიდი გავლენა აქვს როგორც პირის ღრუს, ისე მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობაზე. თანკბილვა დარღვეულია, როდესაც კონტაქტები ზედა და ქვედა ყბის კბილებს შორის არასწორია. ამან, შესაძლოა, მრავალი პრობლემა შეუქმნას ბავშვის ჯანმრთელობას. 

ყველა ბავშვისთვის თანკბილვის პრობლემები ინდივიდუალურია, თუმცა გამოვყოფთ 7 გავრცელებულ ანომალიას, რომელიც ყველაზე ხშირად გვხვდება:

  •  ჯვარედინი თანკბილვაcommon bite problems: posterior crossbite - როდესაც ქვედა ყბა გადანაცვლებულია გვერდით, დარღვეულია ზედა და ქვედა ცენტრის თანხვედრა. თუ ეს ანომალია არ გამოსწორდა ბავშვობაში, მას ბევრი პრობლემის მოტანა შეუძლია. ყველაზე რთულად გამოსასწორებელია სახის ასიმეტრია, რომელსაც ჯვარედინი თანკბილვა იწვევს.  შესაძლოა, გვქონდეს როგორც გვერდითი, ასევე წინა კბილების ჯვარედინი თანკბილვა.

 

  • მეზიალური თანკბილვა -common bite problems: underbite common bite problems: anterior crossbiteროდესაც ქვედა ყბა გადმოკბილავს ზედა ყბას. ესეთი თანკბილვა ბლოკავს ზედა ყბის განვითარებას და დიდ ზეგავლენას ახდენს სახის პროპორციების დარღვევაზე.

 

 

  • ღია თანკბილვა -common bite problems - open bite როდესაც უკანა კბილებს შორის  არის კონტაქტი, ხოლო წინა კბილები ვერ ეხება ერთმანეთს. ამ თანკბილვის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს სხვადასხვა მავნე ჩვევები, მაგალითად, ისეთი, როგორიცაა პირით სუნთქვა, მაწოვარას გახანგრძლივებული წოვა, ენის წოვა და სხვა.

 

  • ღრმა თანკბილვა -common bite problems: deep bite როდესაც დახურვისას ზედა ყბის წინა კბილები ძალიან გადმოკბილავს ქვედა ყბის კბილებს. ასეთი თანკბილვა იწვევს ღრძილების დაავადებებს, კბილების არასწორ ცვეთას, ქვედა ყბის განვითარების  შეფერხებას.

 

 

 

  • კბილების მჭიდრო დგომა -common bite problems: crowding ასეთი ანომალიის დროს მუდმივ კბილებს არ აქვთ ადგილი იმისათვის, რომ კარგად ამოიჭრან.

 

 

 

  • სივრცეები კბილებს შორის -common bite problems: spacing ეს შეიძლება იყოს მიზეზი სხვადასხვა კბილების დანაკლისისა, რომელსაც მშობელი ხშირ შემთხვევაში ვერ ამჩნევს.

 

 

  • საჭრელი კბილების პროტრუზია ანუ წინ დახრა - ვიზუალური პრობლემების გარდა, ასეთი კბილების ყველაზე მეტად მიდრეკილნი არიან ტრავმისკენ და დაზიანებისკენ.

 

common bite problems: protrusion

ამ ანომალიების უმეტესი ნაწილი შეიძლება მოწესრიგებული იყოს ბავშვთა ასაკში, რაც ხელს შეუწყობს ყბების სწორ ზრდასა და თანკბილვის ნორმალურ ჩამოყალიბებას, ამიტომ, თუ ამჩნევთ თქვენს პატარას რომელიმე ზემოთ აღნიშნულ პრობლემას, აუცილებლად მიმართეთ ორთოდონტს.


კომენტარები

სხვა პოსტი