პოსტი არასწორი თანკბილვის გავლენა ზოგად ჯანმრთელობაზე

არასწორი თანკბილვა

რა გავლენა აქვს არასწორ თანკბილვას ზოგად ჯანმრთელობაზე?

ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ არასწორი თანკბილვა მხოლოდ ესთეტიკაზე მოქმედებს.

სამწუხაროდ, ეს ასე არ არის. არასწორი თანკბილვა ჯანმრთელობის მრავალ პრობლემას ქმნის, რომელიც დაკავშირებულია ტკივილთან და დიდი ფინანსურ დანახარჯებთან.   

მჭიდროდ და არასწორად მდგომი კბილები მომავალში ზრდიან ღრძილების დაავადებების გაჩენის რისკს. ცუდი ჰიგიენის გამო იზრდება ღრძილზედა და ღრძილქვეშა ნადების რაოდენობა, რომელიც მომავალში ღრძილქვეშა ჯიბეების წარმონქმნისა და პაროდონტიტის (ღრძილების დაავადების) განვითარების მიზეზი ხდება.  პაროდონტიტის რთულ ფორმებს კბილების ადრეულ დაკარგვამდე მივყავართ.

მჭიდროდ მდგარი კბილებისა და გართულებული ჰიგიენის გამო, იზრდება კარიესის რაოდენობა, რომელიც კბილების საკონტაქტო ზედაპირებზე ჩნდება.

ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორები ხშირადაა პირის ღრუდან არასასიამოვნო სუნის მიზეზი, რაც სხვებთან ურთიერთობისას ხელს უშლის და ერთგვარ კომპლექსს უქმნის ადამიანს.

 იზრდება ტრავმის რისკი

ზოგიერთი არასწორი თანკბილვის შემთხვევა ზრდის კბილების ტრავმისა და არასწორად ცვეთის რისკს. ეს ფაქტორები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თუ სპორტს მისდევთ.

 

იზრდება ზოგადი დაავადებების განვითარების რისკი

ცუდი თანკბილვა და მჭიდროდ მდგომი კბილები არ არის მხოლოდ დენტალური პრობლემა, მან შეიძლება გავლენა იქონიოს თქვენს ზოგად ჯანმრთელობაზე. ძალიან ბევრმა კვლევამ აჩვენა პირდაპირი კორელაცია, ღრძილების დაავადებებსა და ისეთ დავაადეებს შორის, როგორიც არის: გულის დაავადებები, ინსულტი, სიმსუქნე და მრავალი სხვება. ღრძილების ანთებითმა პროცესმა შეიძლება გამოიწვიოს ანთებითი პროცესების განვითარება მთელ სხეულში, რომელიც ხელს შეუწყობს დაავადებების ჩამოყალიბებას.

არასწორი თანკბილვა, შეიძლება, გახდეს საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დაავადებების მიზეზი.

ლამაზი კბილები და ჯანმრთელი თანკბილვა არა მარტო ესთეტიკაა, ეს არის ზოგადი ჯანმრთელობა და ცხოვრების უკეთესი ხარისხი.

 

ნინო ბერიძის ორთოდონტიულ ცენტრიგიქმნით ყველა პირობას იმისთვის, რომ მიიღოთ თქვენთვის სასურველი ჯანრმთელი ღიმილი.

 


კომენტარები

სხვა პოსტი