პოსტი სასარგებლო საკვები კბილების სიჯანსაღისთვის

 

წყალი კბილებისთვის

წყალი 

წყალი, განსაკუთრებით ფტორირებული წყალი, არის საუკეთესო სასმელი პირის ღრუს ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, რადგან ფტორი იცავს კბილებს კარიესის განვითარებისგან.

ონკანის წყალი შეიცავს ფტორს, ამიტომ ჩვეულებრივი ონკანის წყალის დალევა აგარიდებთ სტომატოლოგიურ პრობლემებს.

 

 

 

 

  

რძე, კალციუმი კბილებისთვის

თუ შეგიძლიათ, აირჩიეთ რძე

რძე და სხვა რძის პროდქტები, როგორიცაა ყველი, იოგურტი და სხვ. შეიცავენ დაბალი რაოდენობით შაქარს, რაც ძალიან კარგია თქვენი კბილებისთვის. ისინი აგრეთვე, შეიცავენ დიდი ოდენობით პროტეინსა და კალცს, ეს ნივთიერებები ამაგრებენ კბილებს.

 

 

  

 

თევზი კბილებისთვის,

მეტი პროტეინი

ფოსფოტით მდიდარი საკვები, როგორიცაა ხორცი, თევზი, რძე,  კვერცხი,  ასევე ამაგრებენ მინანქარს და შეიცავენ სასარგებლო პროტეინებს.

 

 

 

 

 

კარგი საკვები კბილების სიჯანსაღისთვის

ვაშლი კბილებისთვის

ხილი და ბოსტნეული

ხილი და ბოსტნეული ბალანსირებული დიეტის მნიშვნელოვანი ნაწილია, და ასევე კარგია კბილებისთვის. ვინაიდან ისინი მდიდარია წყლით და ბოჭკოებით, გვეხმარება შაქრის ბალანსირებაში და კარგად წმენდს კბილებს.

ღეჭვა ასევე ასტიმულირებს ნერწყვის გამოყოფას, რაც ჩამორეცხავს მჟავებს და საკვების ნარჩენებს კბილებიდან .

 

 

  ხილი

თხილი შეიცავს პროტეინს და მინერალებს, რომლებიც ზოგადად ჯანმრთელობისთვის კარგია. 

თხილის ჭამის კიდევ ერთი პლიუსი არის ის, რომ ღეჭვის დროს გამოიყოფა დიდი რაოდენობით ნერწყვი, რაც აფერხებს მჟავების ზემოქმედებას კბილის ზედაპირზე.

 


კომენტარები

სხვა პოსტი