თვითლიგირებადი ბრეკეტები:
თვითლიგირებადი (ულიგატურო) ბრეკეტების დროს რკალის ფიქსაცია ხდება არა ლიგატურების (ფერადი ან უფერო რეზინების) საშუალებით, როგორც ჩვეულებრივ ბრეკეტებში, არამედ თვით ბრეკეტების სპეციალური საკეტებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სტანდარტულ ბრეკეტებში რკალის დასაფიქსირებლად ლიგატურა საკმაოდ მჭიდროდ ეჭირება და ხშირ შემთხვევაში ახდენს რკალის ბლოკირებას.
კბილების გასწორების დროს, რკალმა ბრეკეტებში რომ იმოძრაოს, საკმაოდ დიდი ძალა და დრო უნდა დაკარგოს. თვითლიგირებად ბრეკეტებში კი რკალის ბლოკირება არ ხდება, რაც საშუალებას აძლევს კბილებს გადაადგილდნენ უფრო სწრაფად, სუსტი და ფიზიოლოგიური ძალების გამოყენებით.
ამ მეთოდის კლინიკური შედეგი დიდია:
მეტალის ბრეკეტები:
კლასიკურად ითვლება ყველასთვის კარგად ცნობილი ვესტიბულარული მეტალის ბრეკეტ-სისტემა, რომელიც მაგრდება კბილების გარე ზედაპირზე. მეტალის ბრეკეტები ყველაზე საიმედო და ეფექტური ინსტრუმენტია თანკბილვის ანომალიების და კბილების არასწორი დგომის გამოსასწორებლად.
კერამიკული ბრეკეტები:
კერამიკული ბრეკეტ სისტემები მიეკუთვნება ვესტიბულარული ტიპის ბრეკეტებს, ანუ უმაგრდება კბილების გარე ზედაპირს. კერამიკული კონსტრუქციების ფერი შეესაბამება ყველა ტონის კბილს, რის გამოც, იგი ისეთი შესამჩნევი არაა, როგორც მეტალის ბრეკეტები.
ლინგვალური, ანუ ენისკენა ბრეკეტები:
თუკი არსებობს ყველაზე უჩინარი ბრეკეტები, მათ მიეკუთვნება ლინგვალური (ენისკენა) ბრეკეტ სისტემა. მათი განსაკუთრებულობა მდგომარეობს მათ მდებარეობაში. ლინგვალური სისტემის ფიქსაცია ხდება პირის ღრუში კბილების შიდა (სასიკენა და ენისკენა) ზედაპირებზე.