სასურველია, ბავშვმა დროულად გაიაროს კონსულტაცია ორთოდონტთან, რადგან პათოლოგიური თანკბილვის ფორმირება ადრეულ ასაკში იწყება და, ხშირ შემთხვევაში, ეს მშობლისათვის შეუმჩნეველი რჩება. ამ დარღვევების მიზეზებია: მავნე ჩვევები, არასწორი სუნთქვა და ყლაპვა, გენეტიკა და სხვა ფაქტორები. ზრდის პროცესთან ერთად თანკბილვის პათოლოგია უფრო მძიმდება და შესაბამისად საჭიროებს უფრო ხანგრძლივ მკურნალობას.
სამკურნალო აპარატები – თუ თქვენი შვილი 3 წლამდე არ გადაეჩვია ისეთ მავნე ჩვევებს როგორიცაა: თითის ან მატყუარას წოვა, ტუჩის კვნეტა, ენის კბილებს შორის მოთავსება, პირით სუნთქვა და არასწორი ყლაპვა, აუცილებლად უნდა მიმართოთ ორთოდონტს. ის პატარას მოარგებს სპეციალურ აპარატს, რომლის საშუალებითაც ბავშვი გადაეჩვევა მავნე ჩვევებს და მის ყბებსა და რბილ ქსოვილებს სწორი განვითარების საშუალება ექნებათ.
6 წლიდან იგივე ფუნქციისთვის გამოიყენება მიოფუნქციონალური ტრეინერები – ხშირ შემთხვევაში, 6-10 წლამდე გამოიყენება მოსახსნელი ფირფიტები.
იზრუნეთ თქვენი შვილების დენტალურ ჯანმრთელობაზე, გაიარეთ კონსულტაცია ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრის სპეციალისტებთან, ისინი უზრუნველყოფენ თქვენი და თქვენი შვილების ჯანმრთელ პირის ღრუს.