“ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრი” წარმოგიდგენთ ამერიკული კომპანია ORMCO პროდუქტს DAMON SYSTEM. ამ პასიურმა თვითლიგირებადმა ბრეკეტ-სისტემამ ნამდვილი რევოლუცია მოახდინა ორთოდონტიაში!
აღნიშნული სისტემის შემქმნელი ამერიკელი ორთოდონტი დუაიტ დეიმონია (Dwight Damon). სისტემა ფართოდ გავრცელდა მთელს მსოფლიოში და დღეს უკვე იგი საქართველოშია.
რა არის თვითლიგირებადი ბრეკეტები?
თვითლიგირებადი ბრეკეტების საიდუმლო დასაწყისში პრო-აქტიური ლიგირება, ხოლო შემდგომში პასიური თვითლიგირებაა. ყველა სხვა ბრეკეტ-სისტემაში რკალი მჭიდროდაა ფიქსირებული ბრეკეტებზე ლიგატურების ან სხვა მოწყობილობების საშუალებით. ამ პროცესს დავარქვათ ლიგირება (სიტყვა “ლიგატურისგან”).
როგორ მუშაობს თვითლიგირებადი ბრეკეტები?
Damon სისტემაში ბრეკეტების ჩამკეტი მექანიზმის (SpinTek) წყალობით რკალი არ არის მიმაგრებული ბრეკეტებზე, ანუ ბრეკეტები თავად იჭერენ და თავად ალიგირებეს რკალს. ამასთან, რკალი თავისუფლად დასრიალებს ბრეკეტებში. ეს საშუალებას იძლევა გამოვიყენოთ სუსტი ძალის რკალები, რადგან მას არ სჭირდება ლიგატურული კავშირის ძალის გადალახვა. რკალი, ფაქტობრივად, პასიურია - ეს გახლავთ პასიური თვითლიგირება.
კბილების ფიზიოლოგიურად გადანაცვლდება, რადგან ამ პროცესში მონაწილეობენ საკუთარი კუნთები. რკალი საჭიროა გადანაცვლების პროცესის სტიმულაციისა და კბილების საბოლოო, იდეალურ პოზიციაში დაყენებისთვის.
დღეისათვის არსებობს თვითლიგირებადი ბრეკეტების სხვადასხვა სახეობები, მაგრამ ყველა აქტიურია, მათი ხუფები მჭიდროდ აფიქსირებენ რკალს ბრეკეტებში.
ექიმი დეიმონის მიერ შექმნილი ბრეკეტ-სისტემა არის ერთადერთი პასიური თვითლიგირებადი სისტემა, ხოლო მისი მკურნალობის ფილოსოფია “რევოლუციურია”, რადგან უზარმაზარი უპირატესობა აქვს, რასაც გრძნობს როგორც პაციენტი, ისე ექიმი.
რაში მდგომარეობს Damon ბრეკეტ-სისტემის უპირატესობა?
არსებობს რამდენიმე სახეობის Damon-ის ბრეკეტები
Damon-3MX დამზადებულია მეტალისაგან. ამ სახის ბრეკეტმა ორთოდონტიაში ძალიან კარგი სახელი დაიმკვიდრა.
Damon-3MX - ბრეკეტების ესთეტიური ვარიანტია, მაგრამ დღეისათვის არსებობს ახალი, Damon Clear ბრეკეტი, რომელიც გაცილებით ესთეტიურია.
Damon-Q - დეიმონის მეტალის ბრეკეტების გაცილებით თანამედროვე და დახვეწილი ვერსიაა. ისინი მცირე ზომისაა, ბრეკეტის ხუფი იხსნება ძალიან მარტივად, შესაბამისად, ადვილია რკალის გამოცვლა, ისე, რომ პაციენტი ვერაფერს იგებს.
Damon Q Clear ერთ-ერთი ყველაზე ესთეტიური ბრეკეტია და დამზადებულია კერამოპლასტისგან. ის თვისებებით არ ჩამოუვარდება კერამიკულ ბრეკეტებს, ხოლო მკურნალობის დასრულების შემდეგ, ბრეკეტების მოხსნის თვალსაზრისით, სჯობს კიდეც მას. ამ სახის ბრეკეტი ყენდება ყველა ზედა კბილიზე, ხოლო ქვედა ყბაზე მხოლოდ ცენტრალურ კბილებზე (ეშვიდან ეშვამდე). გაგიკვირდებათ და, ეს მინუსი არ არის! ნებისმიერი ესთეტიური ბრეკეტი ქვედა ყბაზე ზედმეტ პრობლემებს აჩენს. გასათვალისწინებელია, რომ ადამიანების უმეტესობას ღიმილის დროს საერთოდ არ უჩანს ქვედა კბილები.
ეს, Ormcos შესაძლებლობების მაქსიმუმი არ არის, ასე რომ, მათგან მუდმივად ველით სიახლეებს.