იცით რომელი ბრეკეტებია ყველაზე ხელმისაწვდომი და უნივერსალური? რა თქმა უნდა, მეტალის.
რა სახის მეტალის ბრეკეტები არსებობს?
კლასიკურად ითვლება ყველასთვის კარგად ცნობილი ვესტიბულარული მეტალის ბრეკეტ-სისტემა, რომელიც მაგრდება კბილების გარე ზედაპირებზე. სამწუხაროდ, იგი საკმაოდ შესამჩნევია და არ გამოირჩევა ესთეტიურობით. მწარმოებლები მუშაობენ, რათა გამოასწორონ ნაკლი, რომელიც უამრავ პაციენტს მკურნალობის დაწყების სურვილს უქრობს. რიგი მწარმოებლებისა რეკომენდაციას უწევენ მინი ბრეკეტებს, რომლებიც ნაკლებად შესამჩნევია.
კლასიკური ბრეკეტ-სისტემების გარდა, რომლებიც დამზადებულია მეტალისაგან და მაგრდება კბილების გარე ზედაპირებზე, არსებობს მეტალის ბრეკეტების კიდევ სხვა სახეობები. ისინი, შესაძლოა, იყოს როგორც ვესტიბულარული, ისე ლინგვალური (ანუ ენისკენა). ეს უკანასკნელი მაგრდება კბილების შიდა ზედაპირებზე, რაც მათ აბსოლუტურად უხილავს ხდის. ულიგატურო, ანუ თვითლიგირებადი მეტალის ბრეკეტები აღნიშნული სისტემის კიდევ ერთი სახეცვლილებაა, რომელიც გამოირჩევა ტრადიციული ლიგატურების არქონით. ულიგატურო მეტალის ბრეკეტები, შესაძლოა, იყოს როგორც ვესტიბულარული, ასევე ლინგვალური.
რა დრო სჭირდება მეტალის ბრეკეტებთან შეგუებას?
ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ ბრეკეტებს დაიყენებთ, ვესტიბულარულს თუ ლინგვალურს. ვესტიბულარი ბრეკეტებთან ადაპტაცია ყველაზე სწრაფი და კომფორტულია. პაციენტს პირველი სამი დღის განმავლობაში, შესაძლოა, ჰქონდეს თავის ტკივილი, ტკივილი კბილების არეში, სერიოზული დისკომფორტი ღეჭვის, ყლაპვის და საუბრის დროს, მაგრამ ნელ-ნელა ორგანიზმი ეჩვევა უცხო სხეულს და პაციენტიც პრაქტიკულად ვეღარ ამჩნევს მას.
ლინგვალური ბრეკეტებთან ადაპტაციის პერიოდი ცოტა განსხვავებულია. ვინაიდან ბრეკეტები მაგრდება კბილების შიდა ზედაპირებზე, შესაბამისად ენასთან ახლოს, შეგუების პროცესი, შესაძლოა, გართულდეს და გახანგრძლივდეს. ძირითადი პრობლემა დიქციის დარღვევაა. საერთო ჯამში, შეგუების ხანგრძლივობა დამოკიდებულია პაციენტსა და ბრეკეტების სახეობაზე.
რამდენად მარტივია მეტალის ბრეკეტების მოვლა?
მეტალის ბრეკეტების მოვლის პრინციპები ერთნაირია მისი ყველა სახესხვაობისთვის. რეკომენდებულია კბილების ხეხვა ყოველი საკვების მიღების შემდეგ, ოთხი სახის მოწყობილობით: კბილთაშუა ჯაგრისი, ელექტრო ჯაგრისი, სპეციალური ორთოდონტიული კბილის ჯაგრისი და ირიგატორი. სამ თვეში ერთხელ, დილით და საღამოს ბრეკეტების და კბილთაშორისი სივრცეების გასაწმენდად, ასევე შეიძლება სუპერფლოსების გამოყენება. ლინგვალური ბრეკეტების შემთხვევაში, თვეში ერთხელ, აუცილებელია პაროდონტოლოგთან ვიზიტი ღრმა წმენდის ჩასატარებლად. შეზღუდულია მაგარი და წელვადი საკვები პროდუქტების მიღება, რამაც შესაძლოა დააზიანოს ბრეკეტები.
ლინგვალური ბრეკეტების მქონე პაციენტს მოუწევს უფრო მეტი დრო დაუთმოს ბრეკეტების წმენდას, რადგან ისინი განლაგებულია ენისკენა ზედაპირზე. ულიგატურო ბრეკეტების შემთხვევაში, კბილების წმენდა უფრო გამარტივებული და სწრაფია. ლიგატურების (ანუ რეზინების) არ არსებობა კონსტრუქციას ხდის მარტივს და მოვლაც გაადვილებულია.
რა თავისებურებები გააჩნია მეტალის ბრეკეტებით მკურნალობას?
ვესტიბულარული მეტალის ბრეკეტები არ გამოირჩევა ისეთი სილამაზით, როგორც გამჭირვალე კაპები, სამაგიეროდ, გამოირჩევიან მკურნალობის უნიკალურობით და უნივერსალურობით. მეტალის ბრეკეტები ყველაზე საიმედო და ეფექტური ინსტრუმენტია თანკბილვის ანომალიების და კბილების არასწორი დგომის გამოსასწორებლად. ამავდროულად, ლინგვალური სისტემით მკურნალობა მაღალ ესთეტიურობასთან ერთად დროში უფრო ჭიანურდება ხოლმე. ამის ძირითადი მიზეზი დაბალი პროფესიონალიზმი და გამოუცდელი ექიმი-ორთოდონტის მანიპულაციები, ან შემთხვევის სირთულეა. როგორც წესი, ლინგვალური ბრეკეტები მზადდება ინდივიდუალურად, თითოეულ პაციენტზე, დაზიანების შემთხვევაში მისი აღმოფხვრა დიდ დროს მოითხოვს.
განსაკუთრებული დიზაინის წყალობით ულიგატურო, თვითლიგირებადმა ბრეკეტებმა, საწყის ეტაპზე, შესაძლოა დააჩქარონ მკურნალობის პროცესი, მაგრამ, საერთო ჯამში, კონსტრუქციის ტარების ვადები არ იცვლება. თვითლიგირებადი ბრეკეტ-სისტემა საგრძნობლად ამარტივებს ექიმის მუშაობას და საშუალებას იძლევა მოინახულოთ თქვენი ორთოდონტი 2-ჯერ უფრო ნაკლები სიხშირით, ვიდრე ეს დაგჭირდებოდათ ტრადიციული ბრეკეტებით მკურნალობის შემთხვევაში (თვეში ერთხელ).
რა ღირს მეტალის ბრეკეტები?
მეტალის ბრეკეტების ფასი დამოკიდებულია მის ტიპზე და მწარმოებელზე. დღეისათვის ყველაზე ხელმისაწვდომი ვესტიბულარული მეტალის ბრეკეტებია, ხოლო ყველაზე ძვირი ლინგვალური ბრეკეტები. მათ შორისაა ულიგატურო ვესტიბულარული მეტალის ბრეკეტები. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი ბრეკეტ სისტემის შერჩევისას მთავარია რა ჯდება მთლიანად მკურნალობა და არა ესა თუ ის ბრეკეტი. ულიგატურო ვესტიბულარული სისტემით მკურნალობა უფრო ძვირია ვიდრე ჩვეულებრივი მეტალის ბრეკეტების შემთხვევაში, მაგრამ იაფი ვიდრე ლინგვალური.
მიუხედავად იმისა, რომ ბრეკეტ-სისტემების მწარმოებლები ყოველწლიურად უშვებენ ბრეკეტების ათასგვარ მოდელს, ჩვეულებრივი მეტალის ბრეკეტები არ კარგავენ პოპულარობას. ეს არცაა გასაკვირი, რადგან მომწოდებლებს ჯერ არ ზშემოუთავაზებიათ უფრო ხელმისაწვდომი და უნივერსალური ბრეკეტები. საბედნიეროდ, დღეისათვის კბილებზე არსებული “რკინები” არ ითვლება სიმახინჯედ, პირიქით, ისინი იწვევს სიმპათიასა და პატივისცემას.