გნათოლოგია

ნებისმიერი ორთოდონტიული ჩარევა, რომელიც კბეჩისა და თანკბილვის კორექტირებისკენაა მიმართული, გავლენას ახდენს საღეჭ კუნთებსა და საფეთქელ-ქვედა ყბის სახსარზე (TMJ).

კუნთოვან-სახსროვანი დისფუნქციის სიმპტომების გაჩენა არასწორ მკურნალობასთან ასოცირდება, რომლის თავდაპირველი მიზანი ესთეტიური ღიმილის მიღწევაა. ამასობაში, მკურნალობის ფუნქციური ასპექტები ირღვევა და დისფუნქციის სიმპტომთა გაჩენის ალბათობა საკმაოდ მაღალია. 

გნათოლოგიური ორთოდონტია თანამედროვე სტომატოლოგიის ერთ-ერთი მთავარი ტრენდია, რომლის მიზანი სტომატოლოგიურ სისტემასა და ადამიანის ორგანიზმს შორის ურთიერთქმედების შესწავლაა.  

რა არის საფეთქელ-ქვედა ყბის სახსარი (TMJ) და რატომ იწვევს ის გართულებებს?

სისტემა ორი დანაყოფისგან შედგება, მათგან ერთია ქვედა ყბა, რომელიც სასახსრე თავით თავისქალას გლენოიდურ ფოსოზეა მიმაგრებული. საფეთქელ-ქვედა ყბის სახსარი პასუხისმგებელია ქვედა ყბის განყოფილების პროდუქტიულობაზე, ადამიანის უნარზე გააღოს და დახუროს პირი და დაღეჭოს საკვები. სულ პატარა ჩარევაც კი, ყბა-სახის ამ ნაწილში იწვევს ტკივილების განვითარებას კეფის, კისრის მალებსა და სახის არეში. დამატებით, შესაძლოა, დაფიქსირდეს ხმაური ყურებში და სახსრების ტკაცუნი. 

საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრების გაუმართაობის მიზეზებია: 

  • ბავშვობაში განვითარებული მავნე ჩვევები
  • სტრესი და ნევროზი - საღეჭი კუნთების დაძაბულობის მიზეზი 

შედეგად, შესაძლოა, მოირყეს კბილები, განვითარდეს აბრაზია - კბილის ქსოვილების პათოლოგიური ცვეთა, სახსრების დისლოკაცია, ჩხვლეტის შეგრძნება ნერვებსა და სისხლძარღვებში. ეს იწვევს ტკივილებს, განსაკუთრებით, ღეჭვისას. 

როდის ესაჭიროება პაციენტს სტომატოლოგ-გნათოლოგის დახმარება? 

სპეციალური დიაგნოსტიკური ტექნოლოგიის გამოყენებით, კლინიკის გნათოლოგი პირის ღრუს სისტემის ფუნქციონირების ცვლილებების გამომწვევ მიზეზებს იკვლევს. დიაგნოზიდან გამომდინარე ის ეძებს საუკეთესო გზებს პრობლემების გადასაჭრელად და ადგენს მკურნალობის კურსს. გნათოლოგის დახმარება დისფუნქციის ადრეულ სტადიაზეც საჭიროა, განსაკუთრებით კი გართულებების გვიანდელ სტადიაზე, როცა ქირურგიული ჩარევა უკვე გარდაუვალია. 

პირველი სიმპტომები, რომლებიც მიგანიშნებთ, რომ დროა გნათოლოგს მიმართოთ:

 

  • კბილების რყევა
  • კბილების ჩამოტეხვა ან გაბზარვა
  • დენტინის ექსპოზიცია კბილის ყელის არეში
  • ტკივილები კისრისა და სახის არეში
  • ყბის ტკაცუნი ღეჭვისას
  • ტკივილები საფეთქლის არეში საუბრისა და ღეჭვის დროს
  • პირის გაღების გაძნელება 

ტკივილები ქვედა ყბის კუთხის არეში საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დარღვევის მთავარი სიმპტომია. ამ სახის დარღვევების აღმოსაჩენად სტომატოლოგები თანამედროვე აპარატურას იყენებენ, რომელიც კუნთისა და სახსრების  მუშაობაზე, კბილის მდებარეობასა და მრავლობითი კბილების ამოსვლის საშიშროებაზე დაკვირვების საშუალებას იძლევა.

თუ როგორი სახის მკურნალობა უნდა ჩაუტარდეს პაციენტს, ამას დიაგნოსტიკის შემდეგ, წყვეტს გნათოლოგი. 

გნათოლოგია შედარებით ახალი მიმართულებაა სტომატოლოგიაში და ის საფეთქელ-ქვედა ყბის დისფუნქციების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას ახდენს. 

ჩვენი კლინიკის გნათოლოგია ნინო ბერიძე. მან, 2016 წარმატებით დაამთავრა საერთაშორისო 2-წლიანი მინი-რეზიდენტურა ქალაქ სტამბოლში, დომინგო მარტინის ხელმძღვანელობით.

ნინო ბერიძის ორთოდონტიულ ცენტრში ეს მიმართულება წარმატებით მუშაობს უკვე 6 წელია.

 


კომენტარები