ლინგვალური ანუ ენისკენა ბრეკეტები

ლინგვალური ბრეკეტები,

თუკი არსებობს ყველაზე უჩინარი ბრეკეტები, ეს ლინგვალური (ენისკენა) ბრეკეტ-სისტემაა.

მათი განსაკუთრებულობა მდგომარეობს მათ მდებარეობაში.

ლინგვალური სისტემის ფიქსაცია ხდება პირის ღრუში კბილების შიდა (სასიკენა და ენისკენა) ზედაპირებზე. 


ლინგვალური ბრეკეტები, თანამედროვე ლინგვალური ბრეკეტები არც თუ ისე დიდი ხანია, რაც გამოჩნდა ჩვენს ბაზარზე. ლინგვალური ბრეკეტების დასაფიქსირებლად ექიმ–ორთოდონტს სჭირდება სპეციალური გამოცდილება და ცოდნა. რაც შეეხება კბილების გასწორებას, „ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრი“ გთავაზობთ სრულ მომსახურებას და ფართო არჩევანს. 

 

მიუხედავად იმისა, რომ ლინგვალური სისტემის ბრეკეტები მეტალისგან მზადდება, ისინი სრულიად უხილავია გარშემომყოფთათვის.

ლინგვალური ბრეკეტები,

ამ ბრეკეტების ძირითადი ნაკლი მათ ფასში მდგომარეობს, თუმცა ხარისხი ფასზე მაღალია.

უჩინარი ბრეკეტები, როგორც მათ ეძახიან, შესაძლოა გამოვიყენოთ ნებისმიერი სირთულის პათოლოგიის დროს. ყველა მანიპულაცია, რაც საჭიროა ლინგვალური ბრეკეტების დასაფიქსირებლად, იდენტურია ჩვეულებრივი სისტემის შემთხვევაში. განსვავება მხოლოდ ვიზუალურ ეფექტშია, ასევე პლიუსად უნდა ჩაითვალოს ის ფაქტიც, რომ კვების დროს არანაირი დისკომფორტი არ იგრძნობა.

ლინგვალური ბრეკეტები, წინა თაობის ლინგვალური ბრეკეტები ძალიან მასიური და მოუხერხებელი იყო. ახდენდა ზეგავლენას საუბარზე, ხმის ტემბრზე. ყველა ზემოხსენებული დეფექტი დღეისათვის დახვეწილი და აღმოფხვრილია. ჩვენ გთავაზობთ თანამედროვე ლინგვალურ ბრეკეტ სისტემას, რომელიც ძალიან მარტივი მოსახმარი და შესაგუებელია. 

ლინგვალური ბრეკეტების დაყენება ჩვეულებრივისგან განსხვავებით, ოდნავ მეტ დროს მოითხოვს, რადგან ექიმისთვის ოდნავ რთულია კბილის შიდა ზედაპირებზე მუშაობა. „ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრი“ გთავაზობთ ბაზარზე არსებული ბრეკეტ სისტემების ფართო არჩევანს და მათ მონტაჟს მაქსიმალურად მოკლე დროში. 

 

ნებისმიერი ბრეკეტ სისტემა მოითხოვს მაქსიმალურ ჰიგიენას. განსაკუთრებით კი ლინგვალური ბრეკეტები. ჰიგიენისათვის იხმარეთ: ჩვეულებრივი და ორთოდონტიული კბილის ჯაგრისები, ფლოსები, სავლებები და ა.შ. 

ჩვენ ასევე გთავაზობთ ბრეკეტ–სისტემების კომბინაციებს, რამაც, შესაძლოა, საერთო ფასზეც იმოქმედოს. მაგ.: შესაძლებელია გამჭვირვალე ბრეკეტების დაყენება მხოლოდ წინა კბილებზე ან მხოლოდ ზედა ყბაზე, სადაც უფრო ჩანს, ხოლო ყველა დანარჩენზე – მეტალის. ასევე, შესაძლებელია, მხოლოდ ზედა ყბაზე დაყენდეს ლინგვალური სისტემა, ხოლო ქვევით – გამჭვირვალე. ყოველივე ზემოთ აღნიშნული, შეამცირებს მკურნალობის საერთო ღირებულებას.

 

ლინგვალური ბრეკეტები,

ბრეკეტი მოუხსნელი ელემენტია, რომელიც კბილებზე უხილავი მასალით ფიქსირდება. ყველა კბილისთვის ბრეკეტი ირჩევა ინდივიდუალურად. იგი გადასცემს კბილს ორთოდონტიული რკალიდან მომავალ ძალას და ზუსტად აფიქსირებს კბილს სამივე სიბრტყეში.

კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვირეკეთ: (032)2 322 227 

ან მოგვწერეთ პირადი შეტყობინება "მესენჯერის" საშუალებით.

 


კომენტარები