ესთეტიკური მეთოდებით, კბილების გასწორების მუდმივ ძიებაში მყოფებს გვინდა შემოგთავაზოთ ფაიფურის ბრეკეტები.
დავიწყოთ იქიდან, რომ ფაიფურის ბრეკეტები მიეკუთვნება ვესტიბულარული ანუ კბილის გარე მხრიდან მიმაგრებად ბრეკეტებს. ფაიფურის კონსტრუქცია ნებისმიერი შეფერილობის კბილის მინანქარზე თითქმის შეუმჩნეველია. საფირის ბრეკეტებისგან განსხვავებით, ფაიფურს არა აქვს გამჭირვალობა და სიპრიალე, აქვს ხაოიანი ზედაპირი, რომელიც შუქს არ ატარებს. აღნიშნული ფაქტი მხოლოდ მის დადებით მხარეზე მიუთითებს, რადგან მისი წყალობით ფაიფურის ბრეკეტ სისტემა თითქოს და „შერწყმულია“ კბილებთან და არ ითხოვს გათეთრების პროცედურებს.

ფაიფურის ბრეკეტები ძალზედ ესთეტიურად და მიმზიდველად გამოიყურება, რითაც დაიმსახურეს დიდი პოპულარობა როგორც უფროს თაობაში, ასევე ახალგაზრდებშიც.
მათ აქვთ მკაცრი მომრგვალებული ფორმები, საკვები საღებავების მიმართ არიან მდგრადები, თითქმის შეუმჩნეველნი არიან კბილის ფერთან მიმართებაში.
ფაიფურის ბრეკეტების უპირატესობებია: