რა არის ლინგვალური ანუ უხილავი ბრეკეტები ?!

ბევრ პაციენტს  ორთოდონტიული მკურნალობის შეთავაზებისას უჩნდება კითხვა: „ეხლა ამ რკინებით როგორ უნდა ვიარო?“

გვინდა დაგამშვიდოთ - სტომატოლოგია ვითარდება და თანაც დიდი ტემპებით, ამიტომ ახლა უკვე შესაძლებელია სრულად უხილავი ბრეკეტ-სისტემით მკურნალობა. ეს სისტემა ძალზე საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ ასახავს მედიცინაში თანამედროვე სტომატოლოგიის ტენდენციას, კონკრეტულად, კი მკურნალობიდან ადამიანის ფაქტორის გამორიცხვას, მის ინდივიდუალურობას.  

ლინგვალური ბრეკეტები,

როგორ დავიყენოთ უხილავი ბრეკეტები? 

საიდუმლო არაა, რომ მედიცინაში, ისევე როგორც ცხოვრებაში ადამიანები შეცდომებს უშვებენ. ამის გათვალისწინებით, თანამედროვე ცხოვრების ტენდენია ავტომატიზაციასა და სტანდარტიზაციაში აისახება.  

ტენდენციამ, ბუნებრივია, მედიცინამდეც მოაღწია და მაშინ, როდესაც მკურნალობის დაგეგმვისა და ჩატარებისათვის საჭირო ხდება უამრავი ნიუანსისა და ფაქტორის გათვალისწინება, ექიმებს თანამედროვე აპარატურა ეხმარებათ. 

ანაბეჭდიანაბეჭდი

საქმისადმი ასეთი მიდგომა აისახება ლინგვალურ ბრეკეტებში. ეს გახლავთ ინდივიდუალურად დამზადებული ლინგვალური (ენისკენა) ბრეკეტები, ასევე  ინდივიდუალური რკალებით.

მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მკურნალობის დაგეგმარებასა და პროგნოზირებაში, აგრეთვე ბრეკეტ-სისტემისა და რკალების პარამეტრების გამოთვლაში სპეციალური კომპიუტერული პროგრამები იღებენ მონაწილეობას.

შედეგად, პაციენტი იღებს ზუსტად იმ შედეგს, რომელსაც ელოდა, ხოლო მკურნალობის პროცესში ორთოდონტიული შეცდომების ალბათობა, პრაქტიკულად გამორიცხულია. 

ორთოდონტი ყველა საჭირო გამოკვლევის შემდეგ, იღებს კბილების ანაბეჭდს და აგზავნის გერმანიაში მდებარე ლაბორატორიაში. ანაბეჭდებთან ერთად იგზავნება სპეციალური ფორმა, სადაც აღწერილია თანკბილვის მდგომარეობა და სხვა საჭირო ინფორმაცია. გერმანელი ტექნიკოსები მიღებული ანაბეჭდებით ასხამენ მოდელებს. შემდგომ, ანაბეჭდები სეგმენტურად იჭრება, ხოლო კბილები დგება საჭირო მიმართულებით. ეს ე.წ. Setup-მოდელებია. ისინი ასახავენ თანკბილვის მდგომარეობას მკურნალობის შემდეგ.ანაბეჭდის აღებაანაბეჭდის აღება

არსებობს უფრო განვითარებული მეთოდი, Setup-მოდელების დამზადების გარეშეც. ამ შემთხვევაში პაციენტის ანაბეჭდები სკანირდება, ხოლო კბილების გადაადგილებასა და მკურნალობის პროგნოზირებას სპეციუალურ პროგრამა ახორციელებს.

 

შემდგომი ეტაპზე Setup-მოდელებისა და ანაბეჭდების სკანირება მიმდინარეობს. ამის მიხედვით, კომპიუტერი ითვლის ბრეკეტებისა და რკალების პარამეტრებს.

აღნიშნული გამოთვლებით სპეციალური აპარატი ამზადებს ინდივიდუალურ ბრეკეტებს. ეს კი ნიშნავს, რომ თითოეულ კბილს შეესაბამება თავისი ორიგინალური ბრეკეტი, რაც მკურნალობას მატებს შედეგიანობასა და კომფორტს.

 

დამზადებული ბრეკეტები ფიქსირდება სპეციალურ კაპაში, მკაცრად განსაზღვრული თანმიმდევრობით.  კომპლექტდება რკალებით, საჭირო დოკუმენტაციით და იგზავნება მკურნალ-ექიმთან.

ლინგვალური ბრეკეტები კაპითლინგვალური ბრეკეტები კაპითამანათი შეიცავს სადიაგნოსტიკო და Setup-მოდელებს, კაპებში მოთავსებულ ინდივიდუალურ ბრეკეტებს, მთელი მკურნალობის პერიოდით განსაზღვრულ რკალების კომპლექტს. მკურნალობის გეგმასთან დაკავშირებულ საჭირო დოკუმენტაციას.

 

როდის შეგვიძლია დავიწყოთ მკურნალობა?

ბრეკეტების ფიქსაციის წინ ყველა პაციენტს ესაჭიროება პირის ღრუს სანაცია, პროფესიონალური წმენდა და ინდივიდუალური ჰიგიენის უნარ-ჩვევების შესწავლა.

ლინგვალური ბრეკეტების ფიქსაციაპირველ რიგში, ექიმი ხსნის რბილ ნადებს. შემდგომ ენისკენა ზედაპირზე მჟავური გრავირებისათვის თავსდება სპეციალური გელი. მიზანი მინანქარზე ხაოიანი ზედაპირის შექმნაა უკეთესი ფიქსაციისათვის. გელს სპეციალურად აქვს მკვეთრი შეფერილობა მისი მარტივად დანახვის მიზნით. 30-40 წამში გელი კბილებიდან ჩამორეცხება, ხოლო შექმნილ ხაოიან ზედაპირზე თავსდება ადგეზივი (ბონდი). იგი საჭიროა მინანქარზე ბრეკეტების საფიქსაციო მასალის უკეთესი მიმაგრებისათვის. სანამ ასისტენტი ანათებს ადგეზივს, ექიმი ბრეკეტებს შიდა ზედაპირზე ათავსებს სპეციალურ საფიქსაციო მასას. ფიქსაციისათვის გამოიყენება სპეციალური ორკომპონენტიანი, ორმაგი (ქიმიური და სხივური) გამყარებადი მასალა. ვინაიდან ბრეკეტები კაპაშია, მათი პოზიცირება არ ხდება. ექიმი უბრალოდ ათავსებს კაპას კბილებზე, შემდგომ კი ანათებს მათ. შედეგად, ბრეკეტები ეწებება კბილებს საჭირო ადგილებზე. ექიმს ისღა დარჩენია, რომ მოხსნას კაპა და დაამაგროს რკალი.

 

ლინგვალური ბრეკეტები, ეჩი

ამ ბრეკეტების მუშაობის პრინციპი იგივეა, რაც ვესტიბულარული სახის ბრეკეტებისას. რკალი დამზადებულია ფორმის მახსოვრობის მქონე მასალისაგან, გააჩნია გარკვეული მოხრა და სიმყარე. ბრეკეტებზე ფიქსირებული რკალი თანდათან უბრუნდება თავდაპირველ ფორმას (როგორც ზამბარა), ეს ზეწოლა გადაეცემა ბრეკეტებს. შედეგად გადაადგილდება კბილები.

 

ლინგვალური ბრეკეტები, კაპის მოხსნა

უნდა აღინიშნოს, რომ ორთოდონტიაში ძალზედ მნიშვნელოვან, როლს ასრულებს ბრეკეტების პოზიცირება და რკალების თვისებები. უფრო მარტივად, რომ ვთქვათ, თუკი ბრეკეტი დამაგრდა შეცდომით, შეიძლება მივიღოთ სერიოზული გართულება, კბილის დაკარგვაც კი.

ინდივიდუალური ბრეკეტების სისტემით, არასწორი პოზიცირება გამორიცხულია, რადგან თითოეული ბრეკეტი დამზადებულია კონკრეტული სიტუაციისა და კონკრეტული კბილისათვის. ბრეკეტი დაფიქსირებულია კაპაში და კბილზე მოთავსებისას იკავებს მისთვის განსაზღვრულ ადგილს. სწორედ ამიტომ, აღნიშნული მკურნალობის მეთოდს გააჩნია წინასწარგანსაზღვრა და არ გვჭირდება მარჩიელობა, თუ როგორი შედეგი დადგება მომავალში.

 

ყველაზე თვალსაჩინო პლიუსი კი ესთეტიური ღიმილი გახლავთ, ვინაიდან ლინგვალური ბრეკეტები ღიმილისას სრულად უხილავია. მათთვის ვისაც ვესტიბულარული  ბრეკეტები აწუხებს, ეს ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. 


კომენტარები